სოფელში მუშობისას ფეხი გავიჭერი, დამიჩირქდა და სანამ გართულდებოდა მეზობელმა ამ მალამოს დამზადება მასწალვა – სასაწაული შედეგი მივიღე..

594

სოფელში მუშობისას ფეხი გავიჭერი, დამიჩირქდა და სანამ გართულდებოდა მეზობელმა ამ მალამოს დამზადება მასწალვა – სასაწაული შედეგი მივიღე..

მინანქრის ქვაბში გაადნეთ 100 გრ უმარილო კარაქი ან ღორის ქონი.  4  საშუალო ხახვი გაატარეთ,  დაუმატეთ კარაქს და ხარშეთ დაბალ ცეცხლზე 6-7 წუთის განმავლობაში, მუდმივად აურიეთ ხის კოვზით.

შემდეგ დაამატეთ გახეხილი საბავშვო საპნის ნაჭრის მესამედი, 50 გრ ფიჭვის ფისი, 30 გრ დაქუცმაცებული ფუტკრის ცვილი და მოხარშეთ დაბალ ცეცხლზე კიდევ ოცი წუთის განმავლობაში, განაგრძეთ მორევა.

გადმოდგით გაზქურიდან და გაწურეთ ცხლად, შუაზე დაკეცილი მარლით. ჩაასხით მინის ჭურჭელში, გააცივეთ და შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას. მალამო დაადეთ ბამბაზე, წაისვით მტკივნეულ ადგილას, დაფარეთ კომპრესის ქაღალდით და შეიხვიეთ.

გააკეთე პროცედურა ღამით. შეცვალეთ კომპრესი დილით და გეკეთოთ საღამომდე. და ასე – გამოჯანმრთელებამდე.

სხვათა შორის, არ გადაყაროთ მარლა რომლის მეშვეობითაც მალამო გადაწურეთ,  დაასხით არაყი შუშის ქილაში ისე, რომ ის თქვენს ქსოვილს ფარავდეს. საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ ეს ნაყენი ანტისეპტიკად ზელიონკის ან იოდის ნაცვლად.

100 მლ სპირტს შეურიეთ 100 გრ გამდნარი ცვილი და ნაღების კარაქი, წაისვით გაღიზიანებულ ჭრილობაზე. ესეც საკმაოდ ეფექტური მეთოდი გახლავთ. მე საკუთარ თავზე გამოვცადე ორივე რეცეპტი და კმაყოფილი დავრჩი.

რჩევები, რომელთა გათვალისწინება ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია:

კანის მთლიანობის დარღვევის შემთხვევაში ნატკენი ადგილი უნდა დავამუშაოთ შემდეგი თანმიმდევრობით:

  • ჩამოვბანოთ სუფთა წყლით – ის ამშვიდებს და ანელებს ტკივილს. შეიძლება, წყალში გავხსნათ ანტიბაქტერიული საპონი და ამ ხსნარით ჩამოვბანოთ დაზიანებული ადგილიდან მტვერი, ქვიშა, ტალახი.
  • შემდეგ დგება 3%-იანი წყალბადის ზეჟანგის დრო. ჭრილობაზე დააწვეთეთ ხსნარი – წარმოქმნილი ქაფი ჭრილობიდან გამოიტანს მტვერს, ჭუჭყს, ეს უმტკივნეულო პროცედურაა. ქაფი მოწმინდეთ სუფთა ბამბით და ისევ დააწვეთეთ წყალბადის ზეჟანგის ხსნარი. გაიმეორეთ პროცედურა რამდენიმეჯერ, ვიდრე სუფთა ქაფს არ მიიღებთ.
  • ჭრილობის გარშემო არე (და არა თვითონ ჭრილობა) დაამუშავეთ მწვანე ბრილიანტით, იოდით, არყით, სპირტით, ოდეკოლონით. ეს ასეპტიკური ხსნარები ჭრილობას არ მოახვედროთ, რადგან შესაძლოა ქიმიური დამწვრობა გამოიწვიოს. ეს ძალიან მტკივნეულია და მისი შეხორცება უფრო მეტ დროს მოითხოვს.
  • რეკომენდებულია ჭრილობის დამუშავება ფურაცილინის ან რივანოლის ხსნარით, მეტადრე – თუ ჭრილობის ადგილას კანი ამოიბურცა, გაწითლდა და დაჩირქება დაიწყო. ხსნარის მომზადება თვითონვე შეგიძლიათ: ერთი აბი ფურაცილინი გახსენით ნახევარ ჭიქა – 100 მლ – თბილ, ანადუღარ წყალში, გააგრილეთ და ნატკენი ადგილი ჩამოიბანეთ.
  • თუ არც ერთი ეს ხსნარი არ აღმოგაჩნდათ ხელთ, შეიძლება სოდიანი წყლის გამოყენება – 1 ჩაის კოვზი სოდა 1 ჩაის ჭიქა (200 მლ) წყალში გახსენით. ეს ხსნარი ეფექტურად აქრობს ადგილობრივად ანთებით პროცესს. სულ რამდენიმე დღეში ჭრილობა შეხორცებას დაიწყებს. ამ პროცესს დააჩქარებს ქაცვის ზეთი. იგი უკვალოდ გააქრობს ნაჭრილობევ ადგილას წარმოქმნილ ნაწიბურს.
Facebook კომენტარები