ნახეთ, როგორ უნდა შეაჩეროთ ასაკის მატებასთან ერთად დაწყებული თმის ცვენა!

3116

ალბათ, არა ერთხელ გსმენიათ, რომ იოგურტი და სელის თესლი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. პირველ რიგში, რძემჟავა პროდუქტებში შემავალი პრობიოტიკები ნაწლავების მიკროფლორისთვის სასარგებლოა. ხოლო სელის თესლი მათში დაგროვებულ მავნე ნივთიერებებს გამოდევნის. ეს პროდუქტები შეგიძლიათ კოსმეტიკური მიზნით გამოიყენოთ, რადგან იოგურტის და სელის თესლის ნიღაბი თმის მდგომარეობაზე დადებით გავლენას ახდენს.

ნატურალური იოგურტის და სელის თესლის რაციონში ჩართვის გარდა, ჩვენ ამ სტატიაში გირჩევთ ეს მარტივი, მაგრამ ეფექტური თავის მოვლის საშუალებები სახლის პირობებში მოამზადოთ.

სელის თესლი და იოგურტი თმისთვის

იოგურტი მდიდარია ცილებით, რომლებიც კვებას და თმის ნორმალურად და ჯანსაღად ზრდას ხელს უწყობს. პროდუქტი შეიცავს რძის მჟავას, რომელიც თავის კანს ნაზად წმენდს და კანის მკვდარ უჯრედებს აშორებს. ეს კი თმის ზრდას ხელს უწყობს.

სელის თესლი მდიდარია E ვიტამინით, რომელიც როგორც კანის, ასევე თმისთვის სასარგებლოა. მკვებავი ნივთიერებები თავისუფალი რადიკალების ზემოქმედების შემცირებით თავის კანის მდგომარეობას აუმჯობესებენ. ვიტამინი სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, ამით თმის ზრდას ხელს უწყობს და მტვრევადობას ამცირებს. ასე ნაადრევ ჭაღარას თავიდან აიცილებთ.

სელის თესლი შეიცავს ომეგა 3 ცხიმოვან მჟავას, რომელიც კანისა და თმისთვის სასარგებლოა, რადგან მათ კვებას და თმის გამოშრობას აფერხებს, განსაკუთრებით წლის ცივ დროს. ზოგიერთი კვლევა აჩვენებს, რომ ომეგა 3 თმის ცვენის და დათხელების, ასევე თავის კანის სიმშრალის და ქერტლის თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.

სელის თესლი მასში შემავალი მკვებავი ნივთიერებების (B ჯგუფის ვიტამინები, მაგნიუმი, სელენი და სპილენძი) წყალობით, როგორც თმაზე, ასევე თავის კანზე მოქმედებს. ეს ნივთიერებები თმის ზრდას აჩქარებენ და გაძლიერებაში ეხმარებიან.

თმის ნიღაბი სახლის პირობებში

მკვებავი ნიღბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ იოგურტი დანამატების გარეშე და სელის თესლი 2:1 პროპორციით.

სელის თესლი დაფქვით. მკვებავი ნივთიერებების შესანარჩუნებლად დაქუცმაცებული თესლი რაც შეიძლება სწრაფად გამოიყენეთ.

სელის თესლი იოგურტში ჩაალბეთ და მაცივარში 3 საათით გააჩერეთ. ნიღაბი სუფთა და ოდნავ სველ თმაზე მთელ სიგრძეზე წაისვით. შემდეგ შეიფუთეთ და 20-40 წუთით გაიჩერეთ. ამის შემდეგ შამპუნით ჩამოიბანეთ.

frenis kompensacia
frenis kompensacia