გაზრდილი იმუნიტეტი, ჯანსაღი კანი, ფრჩხილები და თმა – ამისათვის 1 ჭიქა ეს სასმელია საჭირო

863
frenis kompensacia
frenis kompensacia

გაზრდილი იმუნიტეტი, ჯანსაღი კანი, ფრჩხილები და თმა - ამისათვის 1 ჭიქა ეს სასმელია საჭირო

ინდოელმა მეცნიერებმა წითელი კომბოსტოს სასარგებლო თვისებები საფუძვლიანად შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ ეს ბოსტნეული განამტკიცებს ჩვენს ჯანმრთელობას, ტერპინოიდების უხვად შემცველობის გამო გვიცავს ალცჰაიმერის დაავადებისაგან.

მეცნიერებმა წითელი კომბოსტოს ექსტრაქტის (გამონაწვლილის) შესასწავლად არაერთი ანალიზი ჩაატარეს. როგორც გაირკვა, ის აძლიერებს იმუნიტეტს, განამტკიცებს ძვლებს, ხელს უშლის კანის დაბერებას, სასარგებლოა ართრიტის დროს, A ვიტამინის უხვად შემცველობის გამო ხელს უწყობს მხედველობის შენარჩუნებას.

წითელი კომბოსტო შეიცავს ძალიან მნიშვნელოვან C ვიტამინს, გადამწყვეტ ანტიოქსიდანტს, რაც საჭიროა ძლიერი იმუნური სისტემისათვის. ის ასტიმულირებს სისხლის თეთრი უჯრედების აქტივობას, წარმოქმნის იმუნური სისტემის დაცვის პირველ ხაზს.

წითელი კომბოსტო შეიცავს ანთების საწინააღმდეგო ფიტონუტრიენტს. წითელ კომბოსტოსტოზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ გარდა იმუნჯრი სისტემის ამაღლებისა, მას აქვს შეშუპების მოხსნის უნარიც.

წითელი კომბოსტო K ვიტამინითაც მდიდარია და როგორც ცნობილია ეს ვიტამინი ზრდის საჭირო რაოდენობის სპეციფიურ პროტეინს, რაც ინარჩუნებს კალციუმის დონეს ძვლებში და ასევე ამცირებს ოსტეოფოროზის წარმოქმნის რისკს.

წითელი კომბოსტო გამოირჩევა კიბოს გამომწვევი ფაქტორების თავიდა  აცილების, ქოლესტერინის დონის დაწევის, ტვინის კარგი ფუნქციონირების, იმუნური სისტემის გაძლიერების და ჯანმრთელი კანის შენარჩუნების უნარით.

Წითელი კომბოსტოს  სამკურნალო სასმელი

კომბოსტოს წვენი  არ არის ძალიან გემრიელი, მაგრამ მისი სარგებელი უბრალოდ ფასდაუდებელია. ამიტომაც გირჩევთ გამოიყენოთ კომბოსტოს წვენი, როგორც გემრიელი და არომატული სმუზის ნაწილი. მისი მომზადება ადვილია.

საჭირო ინგრედიენტები:

  • 300 გრ წითელი კომბოსტო
  • 1 მწვანე ვაშლი
  • 1 მუჭა ახალი რეჰანი
  • 1 მუჭა ახალი პიტნა

მომზადება: 

ყველა ინგრედიენტი კარგად გარეცხეთ, წვრილად დაჭერით, შემდეგ აურიეთ ბლენდერში, სანამ არ მიიღება თხევადი კონსისტენცია. დალიეთ 1 ჭიქა სმუზი 1-2-ჯერ დღეში ჭამის წინ.

გაზრდილი იმუნიტეტი, გაჯანსაღებული სახის კანი,  მოვლილი ფრჩხილები და თმა, ასევე ჯანსაღად წონის დაკლება გარანტირებულია!

ამინდი
amindi