ეს ნაყენი რეკომენდირებულია ისეთი პრობლემების დროს, როგორიცაა: ხშირი თავის ტკივილები; ქრონიკული უძილობა; ნერვული დაძაბულობა; დეპრესია, ნერვული აშლილობა; თირკმელებისა და ღვიძლის დარღვევები  და ა.შ.

208

ეს ნაყენი რეკომენდირებულია ისეთი პრობლემების დროს, როგორიცაა: ხშირი თავის ტკივილები; ქრონიკული უძილობა; ნერვული დაძაბულობა; დეპრესია, ნერვული აშლილობა; თირკმელებისა და ღვიძლის დარღვევები  და ა.შ.

ვალერიანის ნაყენი მოამზადეთ მხოლოდ ბუნებრივი პროდუქტებისგან. კატაბალახას ფესვისგან და 70% ხორბლის სპირტისგან. კონცენტრაცია არის 1:10. ნაყენი  იძლევა კარგ შედეგებს.

არსებობს ამ პროდუქტის გამოყენების მრავალწლიანი პრაქტიკა, რომელმაც დაამტკიცა თავისი შედეგებით, რომ მისი გამოყენება ნამდვილად სასარგებლოა.

კატაბალახას ფესვს აქვს სასარგებლო მოქმედება ნერვულ და გულსისხლძარღვთა სისტემაზე.

გარდა ამისა, აქვს ქოლეტური, ტკივილგამაყუჩებელი და დამამშვიდებელი მოქმედება, აფართოებს სპაზმის შედეგად შევიწროებულ სისხლძარღვებს და ასტიმულირებს საჭმლის მომნელებელ ტრაქტს.

მცენარე უმკლავდება კუნთების კრუნჩხვებს, ეპილეფსიის და გაღიზიანების შეტევებს, ნევროზებს და ძილის დარღვევას.

აკუმულაციური ეფექტის მქონე ბუნებრივი საშუალება, ხელს უწყობს არტერიული წნევის შემცირებას და აღადგენს თირკმელებისა და ღვიძლის მუშაობას.

კატაბალახას ფესვი რეკომენდირებულია ისეთი პრობლემების დროს, როგორიცაა:

ხშირი თავის ტკივილები; ქრონიკული უძილობა; ნერვული დაძაბულობა; დეპრესია, ნერვული აშლილობა; თირკმელებისა და ღვიძლის დარღვევები; ჰიპერტონია; საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევები.

გარდა ამისა, კატაბალახას ფესვი ენიშნებათ ქალბატონებს მენოპაუზის პერიოდში და მათ ვინც გადაიტანა მძიმე ქირურგიული ოპერაცია, რადგან ის აჩქარებს ორგანიზმის აღდგენის პროცესს.

უძილობა

კატაბალახა სწრაფად აგვარებს უძილობასთან დაკავშირებულ პრობლემებს. დაგროვებითი ეფექტის წყალობით ის გავლენას ახდენა ნერვულ სისტემაზე და ხსნის მის აღგზნებადობას, აქვს სედატიური ეფექტი და ხსნის გაღიზიანებულობასა და დაძაბულობას. შედეგად უძილობა უკან იხევს და ადამიანს ეძლევა საშუალება სრულფასოვნად დაისვენოს ღამის საათებში.

წნევა

კატაბალახა ეფექტიანია ჰიპერტონიის მკურნალობისას. მცენარის ჰიპოტენზიური მოქმედება ხელს უწყობს მაღალი არტერიული წნევის შემცირებას და მთლიანი ორგანიზმის მუშაობის ნორმალიზებას.

თავის ტკივილი

კატაბალახა ადვილად ებრძვის თავის ტკივილებს და ქრონიკულ შაკიკს. სამკურნალო ფესვი აფართოებს სისხლძარღვებს და ხსნის სპაზმებს, შედეგად კი მტანჯველი სიმპტომები ქრება.

აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ კატაბალახას მიღება აძლიერებს ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების მოქმედებას.

დეპრესია

ნერვული აშლილობები, ყოველდღიური სტრესი და ნერვიულობა იწვევს დეპრესიული ფონის გაჩენას. ასეთ დროს, კატაბალახას ფესვის არომატიც კი საკმარისია, რათა იგრძნოთ ძალების მომატება და განწყობის ამაღლება.

ამ მცენარისგან დამზადებული სასმელის ყოველდღიური მიღება დაგეხმარებათ, გაუმკლავდეთ დეპრესიას, დაიბრუნოთ კარგი განწყობა და მოახდენს მატონიზებელ ეფექტს.

ტაქიკარდია

კატაბალახას სამკურნალო თვისებების წყალობით შეგვიძლია გავუმკლავდეთ გულ-სისხლძარღვთა სისტემის მრავალ დაავადებას. მისი რეგულარული მიღება ხსნის სპაზმებს გულის სისხლძარღვებიდან. ამ მოქმედების წყალობით ტაქიკარდია გადის, გულისცემა კი მწყობრში დგება.

კლიმაქსი

მენოპაუზის დადგომასთან ერთად ქალბატონები გრძნობენ ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებებს და განიცდიან მრავალ არასასიამოვნო სირთულეს.

კატაბალახასგან დამზადებული სასმელი ეხმარება ორგანიზმს გაუმკლავდეს ცხელ ციმციმებს, ჭარბ ოფლიანობას, გაღიზიანებას და სხვა სიმპტომებს, რომლებიც მენოპაუზის პერიოდში ჩნდება. ეს სასმელი საგრძნობლად აუმჯობესებს ქალბატონების ზოგად მდგომარეობას.

ნაყენის გამოყენების წესი

შინაგანი გამოყენება - 30–40 წვეთი გახსენით 30 მლ ანადუღარ ცივ წყალში, მიიღეთ დღეში 3 ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე. კურსის ხანგრძლივობა 3 – 4 კვირა.

გარეგანი გამოყენება - ნაყენი შეგიძლიათ შეიზილოთ პრობლემურ ადგილებში, ან დაასველოთ დოლბანდი და გაიკეთოთ კომპრესი.

frenis kompensacia
frenis kompensacia