აი რატომ უნდა იყოს ბოლოკი მუდმივად ყველას სამზარეულოში! -გაიგეთ მეტი!

1356

აი რატომ უნდა იყოს ბოლოკი მუდმივად ყველას სამზარეულოში! -გაიგეთ მეტი!

ბოლოკი, სამწუხაროდ, არცთუ ბევრი ადამიანის კვების რაციონში შედის. არადა, ის ძალზე სასარგებლო პროდუქტია, რომელსაც უკვე მრავალი საუკუნეა, იყენებენ, როგორც სამკურნალო საშუალებას. ბოლოკს შესანიშნავი კვებითი ღირებულებები აქვს. მის შემადგენლობაშია უამრავი ვიტამინი და მინერალური ნივთიერებაა.

  • ვიტამინი A – ამაგრებს ძვლის ქსოვილს, დადებითად მოქმედებს მხედველობაზე; B ჯგუფის ვიტამინები – აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, ამტკიცებს ნერვულ სისტემას; ვიტამინი C – ზრდის იმუნიტეტს, აშორებს თავისუფალ რადიკალებს; ვიტამინი PP – დედაბითად მოქმედებს ქსოვილის ზრდაზე, აჩქარებს ცხიმების დაშლას.
  • საკვები ბოჭკოები – დადებითად მოქმედებს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე, ამაგრებს  ნაწლავის კედლებს; ორგანიზმიდან გამოაქვს მავნე ნივთიერებები;

  • ფიტონციდები – თრგუნავს და აბრკოლებს ბაქტერიებისა და სოკოების ზრდასა და განვითარებას, ებრძვის თავისუფალ რადიკალებს;
  • ბოლოკი შეიცავს სიცოცხლისთვის აუცილებელ ელემენტებს – კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, ფოსფორი, იოდი, რკინა, ეთერზეთები, რომლებსაც ორგანიზმი მოჰყავს ტონუსში და აძლიერებს იმუნიტეტს.
  • ბოლოკს წარმატებით იყენებენ ღვიძლისა და კუჭის სხვადასხვა დაავადებების დროს, განსაკუთრებით სიყვითლის – ბოტკინის დროს. ამ შემთხვევაში უფრო კარგია შავი ბოლოკი და ბოლოკის ფოთლები
  • ბოლოკი უებარი საშუალებაა ხველების, ბრონქული ასთმის, რესპირატორული დაავადებების, ბრონქიტის სამკურნალოდ. ამისთვის აიღეთ მოზრდილი ბოლოკი (სჯობს, რამდენიმე მოამზადოთ ერთდროულად), ამოჭერით გული და ჩაასხით შიგ თაფლი (შეიძლება შაქრის ჩაყრაც); გააჩერეთ სულ ცოტა 4 საათი. შემდეგ ბოლოკში ჩასხმული თაფლი მიიღეთ დღეში რამდენჯერმე, ჭამამდე დაახლოებით 40 წუთით ადრე 1 სუფრის კოვზის (ბავშვებისთვის – 1 ჩაის კოვზი) ოდენობით.
  • ბოლოკი გამოიყენება კანის დაავადებების დროს, ასევე, ლამაზი კანის შენარჩუნებისთვის – გახეხილი ბოლოკისგან შეიძლება ნიღბის გაკეთება, ის ანოტივებს კანს, აქრობს გამონაყარს;
  • ბოლოკის წვენი კარგია მწერების, მათ შორის ფუტკრისა და კრაზანის ნაკბენზე – ამცირებს ტკივილს და აცხრობს შეშუპებას.
  • შავი ბოლოკი კარგი სიცხის დამწევი საშუალებაა, ის მარილთან ერთად ასევე ებრძვის მაღალი სიცხის გამოწვევ ინფექციებს.
  • ბოლოკი სასარგებლოა ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, აუმჯობესებს სუნთქვას, მოქმედებს, როგორც სუსტი კუჭში გამხსნელი საშუალება, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, შველის თავის ტკივილს, პირღებინებას, ყელის ტკივილს და სხვა.
frenis kompensacia
frenis kompensacia