ხეჭრელის ნაყენი საოცარი თვისებებით გამოირჩევა – ამის შემდეგ სამუდამოდ განიკურნებით

166

ხეჭრელის ნაყენი საოცარი თვისებებით გამოირჩევა – ამის შემდეგ სამუდამოდ განიკურნებით

ხეჭრელის ქერქი შეიცავს ფრანგულინის ანთრაგლიკოზიდებს, გლიკოფრანგულინს, ფრანგულაემოდინს, ქრიზოფანის მჟავებს, ეთეროვან ზეთებს, შაქარს, ალკალოიდებს და სხვა ქიმიურ ნაერთებს.

ხეჭრელის ნაყენი მზადდება მხოლოდ ბუნებრივი პროდუქტებისგან. ხეჭრელას ქერქისგან და 70% ხორბლის სპირტისგან. კონცენტრაცია არის 1:10. ნაყენი არის საკმაოდ კონცენტრირებული და იძლევა კარგ შედეგებს.

არსებობს ამ პროდუქტის გამოყენების მრავალწლიანი პრაქტიკა, რომელმაც დაამტკიცა თავისი შედეგებით, რომ მისი გამოყენება ნამდვილად სასარგებლოა.
ფარმაკოლოგიური თვისებები
გამოიყენება შემდეგი დაავადებების დროს:

  1. ატონიური ყაბზობა.
  2. ბუასილი.
  3. სწორი ნაწლავის ნახეთქები (ეროზია).
  4. სპასტიკური კოლიტი.
  5. მალარია.
  6. კლიმაქტერული მოშლილობა, თავბრუსხვევები.
  7. არითმია.
  8. ნერვული დაავადებები.
  9. ჭარბი წონა.
  10. შაქრიანი დიაბეტი.
  11. ნივთირებათა ცვლის დარღვევით გამოწვეული კანის დაავადებები.
  12. ფურუნკულოზი.

გამოყენების წესი
20-40 წვ. გახსენით 30 მლ. თბილ ანადუღარ წყალში და მიიღეთ დღეში 1-ხელ. ჭამამდე 30 წუთით ადრე.

პიოდერმიის, ფურუნკულოზის და კანის ჩირქოვანი დაავადების დროს. აიღეთ სპირტიანი ნაყენი და წაისვით დაზიანებულ კანზე 3-ჯერ დღეში.

გაფრთხილება

ხეჭრელის პრეპარატები იწვევენ შეჩვევას, ამიტომ უნდა მოხდეს დოზის მომატება ან სხვა პრეპარატით ჩანაცვლება. არ უნდა გამოიყენოთ ახალი ქერქი ის იწვევს გულის რევას და ღებინებას, კუჭის ტკივილს.

არ გადააჭარბოთ მოთითებულ დოზებს.

18 წლამდე ასაკის მოზარდებმა მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ მკურნალ ექიმთან.

თუ იღებთ რამე სამკურნალო საშუალებებს ან გაქვთ ქრონიკული დაავადება კონსულტაცია გაიარეთ თქვენ მკურნალ ექიმთან.

არ მიიღოთ ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.

იშვიათ შემთხვევაში შეიძლება აღინიშნოს მცენარის ინდივიდუალური აუტანლობა.

თუ მიღების შემდეგ აღინიშნა რაიმე ალერგიული ან უარყოფითი რეაქცია შეწყვიტეთ მისი მიღება.

Facebook კომენტარები