ებრძოლეთ ასთმას ლიმონის წვენით – წარმოუდგენელი დამხმარე საშუალება!

260

ებრძოლეთ ასთმას ლიმონის წვენით – წარმოუდგენელი დამხმარე საშუალება!

ასთმა“ ბერძნული წარმოშობის სიტყვაა და ნიშნავს სულხუთვას, გაძნელებულ, მძიმე სუნთქვას. იგი პირველად ჰიპოკრატემ გამოიყენა და მიუთითა, რომ მისი ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი სინესტე და სიცივეა.

წლების განმავლობაში იცვლებოდა ასთმის განმარტება. ზოგი მეცნიერი მას განიხილავდა როგორც სინდრომს, ზოგი კი როგორც ცალკე დაავადებას.

რას წარმოადგენს ასთმა თანამედროვე მედიცინის გადმოსახედიდან, რა ფაქტორები უწყობს ხელს მის განვითარებას და როგორ შეიძლება ასთმური შეტევის თავიდან აცილება?

რა უნდა ვიცოდეთ ასთმის ალერგიული და არაალერგიული ბუნების შესახებ?
ასთმის ალერგიული და არაალერგიული ბუნების განსამარტად უნდა მოვიშველიოთ ისეთი ცნებები, როგორიცაა ეგზოგენური და ენდოგენური ასთმა.

ეგზოგენურია ასთმა, რომელიც გამოწვეულია გარეგანი მიზეზებით (ალერგენებით) და უფრო ხშირად გვხვდება ბავშვებში. უპირატესად მას საფუძვლად უდევს დაუყოვნებელი ტიპის ალერგიული რეაქცია IgE-ის მონაწილეობით.

ენდოგენური ასთმა კი განპირობებულია შინაგანი მიზეზებით, ხშირად გვხვდება მოზრდილებში, ალერგენის იდენტიფიცირება შეუძლებელია.

ასთმის სამკურნალო საშუალება შეგიძლიათ იპოვოთ თქვენს სამზარეულოში – ლიმონის სახით.

რატომ ლიმონი ? ლიმონი მდიდარია C ვიტამინით და ანტიოქსიდანტებით, რომლებიც აძლიერებს იმუნურ სისტემას და ეხმარება ორგანიზმს მიკრობებისა და ბაქტერიების წინააღმდეგ ბრძოლაში, ასევე ხელს უშლის ალერგენების გააქტიურებას.

ათასობით წლის განმავლობაში ადამიანები იყენებდნენ მას ყელის ინფექციების, სტომატოლოგიური პრობლემების, ყაბზობის, საჭმლის მონელების, რევმატიზმის, მაღალი წნევის და რესპირატორული პრობლემების სამკურნალოდ.

ლიმონის მჟავა, რომელიც ნაპოვნია ახალი ლიმონის წვენში, არის სხეულის ენერგეტიკული სისტემისთვის მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერებების მთავარი გადამზიდავი. ის ასუფთავებს და აძლიერებს ფილტვებს, რაც საშუალებას აძლევს ასთმიანბს ადვილად ისუნთქონ.

ლიმონის ანტიოქსიდანტური თვისებები ასევე ეხმარება სასუნთქ სისტემაში შემავალ ალერგენებთან ბრძოლაში, რაც ხელს უშლის ასთმის შეტევის გამოწვევას.

დალიეთ ლიმონიანი წყალი მთელი დღის განმავლობაში

გაწურეთ ლიმონის წვენი ერთ ჭიქა წყალში და დალიეთ ნარევი მთელი დღის განმავლობაში წყლის მაგივრად. ლიმონი მოქმედებს როგორც ანტისეპტიკი. ამან შეიძლება მოკლას ლორწოში არსებული ცუდი ბაქტერიები, გახსნას სასუნთქი გზები, რაც საშუალებას მოგცემთ გაიადვილოთ სუნთქვა.

დაიწყეთ დღე ლიმონით და თბილი წყლით

დილა უმჯობესი დაიწყოთ ლიმონიანი თბილი წყლით და არა  ფინჯანი ყავით.  სცადეთ 1/2 ლიმონის დაწურვა ჭიქა თბილ წყალში, რომ დღე ასე  დაიწყოთ. ეს სასმელი  გამოგაციცხლებთ მთელი დღის განმავლობაში იმ ენერგეტიკული კატასტროფის გარეშე, რომელსაც ადამიანები განიცდიან კოფეინის  ეფექტის გაქრობის შემდეგ.

Გამოიყენეთ სუფთა ლიმონი, როგორც სოუსების შემცვლელი

ლიმონის წვენი შეიძლება იყოს იდეალური შემცვლელი სალათების, თევზის ან ქათმის სოუსებისთვის. სხვა პროდუქტებთან შერევა ხელს უწყობს ასთმის მკურნალობას.

Facebook კომენტარები