ჩემმა მეგობარმა დაიბანა თმა 2 ბოთლი კოკა-კოლით და შედეგი უბრალოდ გასაოცარია!
კოკა-კოლა მართლაც უნივერსალური საშუალებაა. თქვენ ალბათ არასოდეს გსმენიათ ამ სასმელის წარმოუდგენელი თვისებების შესახებ. ერთმა მამაცმა გოგონამ სტატიიდან, რომელიც ჩვენ მოვამზადეთ, გადაწყვიტა, ჩვეულებრივი კოკა -კოლას ძალა გამოეცადა თმაზე.
რომელი გოგონა არ ოცნებობს ლამაზ და ბზინვარე თმაზე? რიტორიკული კითხვა.
ამ ახალგაზრდა ქალმა თავზე 2 ბოთლი კოკა - კოლა დაისხა (ერთი საკმარისია მოკლე თმისთვის), შემდეგ წყლით ჩამოიბანა და თმა ფენით შეიმშრალა. შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.
აქვე გაგიზიარებთ, სხვა მნიშვნელოვან რეცეპტებს, რომლებიც კოკა-კოლის პარალელურად უნდა მოამზადოთ.
1. შავი ჩაი
შავი ჩაი თმაზე დადებით გავლენას ახდენს. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მუქი
ფერის თმა გაქვთ. უბრალოდ ჩაი მოადუღეთ (2 პაკეტი ერთ ფინჯანზე) და მთელი ღამე დააყენეთ. შაქარი და რძე არ გამოიყენოთ. დილით, თმა ჩვეულებრივად დაიბანეთ, შემდეგ მზა ჩაი წაისვით. 15-30 წუთში თმაზე წყალი გადაივლეთ.
2. ჟელატინი ვაშლის ძმრით
ჟელატინი კიდევ ერთი საინტერესო საშუალებაა, რომელიც თმას მბზინვარებას
უბრუნებს. ჟელატინი შეიცავს ჰიდროლიზირებულ ცილას, რომელიც თმის
დაზიანებას აქრობს.
1 ს/კ ჟელატინი 6 ჭიქა თბილ წყალში განსენით. 1 ჩ/კ ვაშლის ძმარი დაუმატეთ.
ნარევი თმაში შეიზილეთ. 20 წუთში თბილი წყალი გადაივლეთ. ამის შემდეგ
ჩვეულებრივად შამპუნით და კონდიციონერით დაიბანეთ.
3. ლუდი
ლუდის სარგებლის შესახებ უკვე დიდი ნანია ცნობილია. ძველად ლუდზე დაფუძნებული შამპუნი დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ლუდში შემავალი სვია და ალაო დაზიანებულ თმის კუტიკულას აღადგენს, მას ძალას და მბზინვარებას უბრუნებს,
თავის დაბანის შემდეგ ლუდი თმის ძირებსა და წვერებში შეიზილეთ. 5 წუთში თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
თმის ხშირი დაბანა არ იწვევს თმის ცვენას და ვარცხნილობის მოცულობის შემცირებას.
თუმცა მისი ყოველდღიური დაბანა მაინც არ არის რეკომენდებული, რადგან ჭუჭყისა და თმის მოვლის საშუალებების ნარჩენების გარდა თავის კანს სცილდება სპეციალური დამცავი ფენა, რომელიც უნარჩუნებს თმას ბუნებრივ ბალანსს;
მოკლე ან გრძელი ვარცხნილობა გავლენას არ ახდენს თმების სწრაფად ზრდაზე;
თმის დაყოფილი ბოლოების ხშირი შეჭრა ხელს უწყობს თმების ჯანმრთელ მდგომარეობაში შენარჩუნებას, ამიტომ რეგულარულად მოიჭერით თმის ბოლოები, რათა არ მოხდეს მათი დაყოფა. ასევე რეკომენდებულია სპეციალური კრემი დაზიანებული და უსიცოცხლო თმის ბოლოებისთვის.
თმების მოვლა დამოკიდებულია თმების ტიპზე. ცხიმიანი თმისთვის სასარგებლოა ბალახების ნაყენი (გვირილა, სალბი (შალფეი) და ა.შ). მშრალი თმისთვის კი ნატურალური ზეთები (ზეითუნის, ავაკადოს, სელის);