იცხოვრეთ ამ წუთიდან კლიმაქსის გარეშე –  ეს უკვე რეალურია ამ მეთოდებით! 

1464

იცხოვრეთ ამ წუთიდან კლიმაქსის გარეშე –  ეს უკვე რეალურია ამ მეთოდებით! 

 

მენსტრუალური ციკლის მოწესრიგებაში გვირილის ნაყენი დამეხმარა: 1 სუფრის კოვზ გამხმარ, დაქუცმაცებულ გვირილას დაასხით 20 სუფრის კოვზი მდუღარე წყალი, წამოადუღეთ, გაფილტრეთ და მიიღეთ მენსტრუაციებს შორის შვიდი დღის განმავლობაში თბილ-თბილი, 1/3 ჭიქა დღეში 2-3-ჯერ.

ძლიერი სისხლდენების დროს მშველოდა ჩვეულებრივი ღოლო: | სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ მცენარეს დაასხით 1 ჭიქა წყალი, 15 წუთი ადუღეთ, 2 საათით გააჩერეთ, შემდეგ გადადუღებული წყლით საწყის მოცულობამდე შეავსეთ და მიიღეთ მენსტრუაციის დროს თითო სუფრის კოვზი დღეში 3-5-ჯერ.

საკმაოდ ეფექტური საშუალება აღმოჩნდა კოთხუჯის ფესვიც: ძალიან წვრილად უნდა გახეხოთ და მიიღოთ დანის წვერით დღეში 5-6-ჯერ, მიაყოლოთ თაფლიანი წყალი (1  ჩაის კოვზი თაფლი 1/2 ჭიქა თბილ ანადუღარ წყალზე).

ძალიან გამიჭირდა მოუსვენრობისა და შიშების გადალახვა. ამაში დამეხმარა შემდეგი ნარევი: 4 სუფრის კოვზი კრაზანა, 1 სუფრის კოვზი სვია, 5 სუფრის კოვზი მინდვრის ნემსა და 5 სუფრის კოვზი ბარამბო. 1 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 250 მლ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1/2 საათი, გაფილტრეთ და მიიღეთ ნახევარ-ნახევარი ჭიქა დღეში 3-ჯერ.

გულისმხრივ მოვლენებს იოლად ხსნის კუნელის ნაყენი, რომელიც მზა სახით იყიდება აფთიაქებში. როგორც კი გული შემაწუხებდა, 40 წვეთ ნაყენს ვსვამდი.

ცნობილია, რომ კლიმაქსთან ერთად იმატებს ოსტეოპოროზის განვითარების საფრთხეც, მაგრამ ვიდრე ძვლები აქტიურად არის დატვირთული, არაფრის არ უნდა გეშინოდეს.

მე სპორტს არ მივდევ, მაგრამ ყოველ დილით ვვარჯიშობ, ბევრს დავდივარ ფეცით, სახლში მე-8 სართულზე ულიფტოდ ავდივარ.

ამასთანავე, რეგულარულად ვიღებ სოფლის კვერცხის ნაჭუჭს: გარეცხეთ, გადაავლეთ მდუღარე წყალი, კარგად რომ გაშრება, მოაცალეთ აპკი, კარგად დაფქვით და მიიღეთ დღეში 3-ჯერ დანის წვერით. მიღებამდე დააწვეთეთ 1 წვეთი ლიმონი.

Facebook კომენტარები