Როგორ მოქმედებს კალციუმის ქლორიდი კანზე ? – საუკეთესო პილინგი სახისთვის

577

Როგორ მოქმედებს კალციუმის ქლორიდი კანზე ? – საუკეთესო პილინგი სახისთვის

იმისათვის, რომ სახე მუდამ სუფთა და გაწმენდილი გვქონდეს, აუცილებელია მუდმივად ჩატარდეს მთელი რიგი კოსმეტიკური პროცედურები. არსებობს მრავალი აქტივობა, რომელიც საშუალებას გაძლევთ ეფექტურად განახორციელოთ კანის გაწმენდა.

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ხარისხიანი მეთოდი პილინგია. საბჭოთა კავშირის დროს კალციუმის ქლორიდით სახის გაწმენდის პროცედურა იყო ეფექტურობის სტანდარტი და ხორციელდებოდა თითქმის ყველა სილამაზის სალონში.

დღევანდელი სალონები არ მიმართავენ ამ ხერხს,  თუმცა, კალციუმის ქლორიდის შეძენა მარტივია ნებისმიერ აფთიაქში და გამოიყენება სახლში პილინგისთვის. არის საკმაოდ იაფი და ხელმისაწვდომი.

სახის წმენდის პროცედურა კალციუმის ქლორიდით ეფუძნება ორი კომპონენტის – ტუტე საპნის და უშუალოდ კალციუმის ქლორიდის ურთიერთქმედებას.

კომბინაციის  დროს ხდება კარბონატული მჟავების მყარი კალციუმის მარილების წარმოქმნა. სწორედ ეს მარილები მოქმედებს როგორც გამწმენდი ელემენტი.

გაწმენდა ხდება აქერცვლისა და კერატინიზებული ეპითელური შრეების მოცილების პრინციპით. ასევე, ამ ნაზავს აქვს კიდევ ერთი ეფექტი სახის კანზე:

  • ჩაკეტილი ფორები იწმინდება და შავი წერტილები ქრება.
  • კანი ხდება საოცრად გლუვი და სუფთა.
  • ეხმარება აკნეს მოცილებაში.
  • ზედმეტ ცხიმს აშორებს სახიდან და შედეგად ქრება ცხიმიანი ბზინვარება.
  • სახე იძენს მსუბუქ, ჯანსაღ, ერთგვაროვან იერს.

Კალციუმის ქლორიდით პილინგი ცხიმიან, ნორმალურ და კომბინირებულ კანზე ზემოქმედების ეფექტური მეთოდია. აღსანიშნავია ისიც, რომ კალციუმის ქლორიდით სახის წმენდის შედეგი რეალურად არაფრით განსხვავდება პროფესიონალური წმენდისგან, რომელიც სილამაზის სალონებში ტარდება. მით უმეტეს, რომ აღწერილ პრეპარატს არ აქვს მაღალი ღირებულება და არის საჯაროდ ხელმისაწვდომი საშუალება, იყიდება ყველა აფთიაქში 5 ან 10 მილილიტრიანი ამპულაში.

კალციუმის ქლორიდის გამოყენების წესი სახისთვის: 

ამ პროცედურის შესახებ ექსპერტების მიმოხილვები ორაზროვანია, რადგანაც  არის ქიმიური შემადგენლობის საკმაოდ აქტიური ეფექტი სახის კანზე, თუ პროდუქტი არასწორად გამოიყენება, შეიძლება უსიამოვნო შედეგები გამოიწვიოს.

პროცედურისგან მაქსიმალური სარგებელი რომ მიიღოთ, მნიშვნელოვანია იზრუნოთ მისი განხორციელების სისწორეზე. ასე რომ, უნდა დაიცვათ მთელი რიგი ზოგადი წესები:

  •  უნდა გაიწმინდოთ კანი მინარევებისაგან რბილი ეფექტის მქონე გელით;
  • მნიშვნელოვანია,  არ მოხვდეს თვალების ირგვლივ და ტუჩების ზედაპირზე;
  • პროდუქტის გამოყენების შემდეგ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩამოიბანოთ იგი უბრალო წყლით, წინააღმდეგ შემთხვევაში ანთებითი პროცესი და სიწითლის  გამოჩენა  გარანტირებულია;
  • თუ ხსნარის გამოყენებისას იგრძნობა ძლიერი ტკივილი, პროცედურა სასწრაფოდ უნდა შეწყდეს;
  • თუ პროცედურის შემდეგ შეინიშნება სახის შეშუპება, მაშინ ეს ნიშნავს ალერგიას. არ არის რეკომენდებული პროდუქტის შემდგომი გამოყენება;

თუ კანის ჰიპერმგრძნობელობა და სიწითლე არ გაქრება რამდენიმე დღეში, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. როგორც უკვე გითხარით სუფთა კანზე წაისვით ბამბის ტამპონით და საბავშო საპონი აიქაფეთ ხელებში და დაიმუშავეთ სახე  ქაფით. დაიმასაჟეთ, იგრძმობთ როგორ აიქერცლება და გაიწმინდება. ჩამოიბანეთ თბილი წყლით. თავიდან შეიძინეთ 5-%იანი ხსნარი.

 

Facebook კომენტარები