იცოდით რომ წიწიბურა ბევრი დაავადების მტერია? დაამატეთ თქვენი კვების რაციონს წიწიბურა და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.

578

იცოდით რომ წიწიბურა ბევრი დაავადების მტერია? დაამატეთ თქვენი კვების რაციონს წიწიბურა და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.

წიწიბურა სასარგებლოა დიაბეტით დაავადებულებისთვის და ჭარბი წონის მქონე ადამიანებისთვის. წიწიბურას ფაფა იდეალურია გულის და ღვიძლის ფუნქციონირების დასახმარებლად, ის ხელს უწყობს ორგანიზმიდან ზედმეტი ქოლესტერინის, შლაკების და მძიმე მეტალების იონების გამოდევნას, რაც დღევანდელი ეკოლოგიური პირობების გათვალისწინებით, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია.

ამას გარდა, წიწიბურა სასარგებლოა სისხლძარღვების დაავადებების, ართრიტის და რევმატიზმის მქონე ადამიანებისთვის და არაჩვეულებრივი დამხმარეა, სხვადასხვა დერმატოლოგიური პრობლემების მოსაგვარებლად.

მართალია, წიწიბურა თავადაც შეიძლება ალერგიული რეაქციის გამომწვევი გახდეს (რაც იშვიათად ხდება), თუმცა მას ხშირად უნიშნავენ გულტენზე და ხორცზე ალერგიის მქონე ადამიანებს: შეუცვლელი ამინო-მჟავების მაღალი შემცველობის წყალობით, წიწიბურაში არსებული ცილები მიახლოვებული ცხოველური წარმოშობის ცილებთან.

კალორიულობას რაც შეეხება, წიწიბურა დაბალკალორიული პროდუქტი ნამდვილად არ არის: 100 გრამზე 307 კკალ. მოდის, თუმცა ის ერთ-ერთი ბურღულეულთაგანია, რომელიც როგორც ჩვეულებრივი, ასევე დიეტური კვებისთვის იდეალური ინგრედიენტია.

მოკლედ, თუ თქვენ ამ დიდებული ბურღულეულის დიდი მწყალობელი არასდროს ყოფილხართ, გირჩევთ, საკუთარ პრიორიტეტებს გადახედოთ და ის კვების რაციონში გარკვეული დოზებით მაინც შეიტანოთ.

რა სარგებლობა მოაქვს წიწიბურას? 

  1. დადასტურებულია, რომ წიწიბურას მირთმევა ამაღლებს განწყობას. მოხარშული წიწიბურა ასტიმულირებს ტვინის ფუნქციონირებას და აუმჯობესებს ფსიქო-ემოციურ გამძლეობას.
  2. წიწიბურა მდიდარია ორგანიზმისთვის აუცილებელი ამინომჟავებითა და ცილებით, მაგრამ ცხოველური ცილებისგან განსხვავებით ბევრად უკეთ შეიწოვება.
  3. წიწიბურას დიეტის პოპულარობა განპირობებულია იმით, რომ ეს ბურღულეული შეიცავს მინერალებს, რომლებიც ხელს უწყობენ ნივთიერებათა ცვლის პროცესების დაჩქარებას, ორგანიზმიდან ჭარბი სითხის გამოდევნასა და წონის შემცირებას.
  4. წიწიბურას შემადგენლობაში შემავალი ვაშლისა და ლიმონის მჟავები ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მჟავე-ტუტოვანი ბალანსის დარეგულირებას, აგრეთვე ამაგრებენ სისხლძარღვებს.
  5. წიწიბურა შეიცავს ლიპოტროპულ ნივთიერებებს, PP ჯგუფის ვიტამინებსა და რუტინს, რომელიც აღადგენს ღვიძლის უჯრედებს და აუმჯობესებს გულის მუშაობას. მისი სარგებელი ფასდაუდებელია დიაბეტით დაავადებულთათვის.
  6. ეს საოცარი ბურღულეული აწესრიგებს ქოლესტერინის დონეს, წმენდს სისხლძარღვებს ქოლესტერინის ნარჩენებისგან.

დაამატეთ თქვენი კვების რაციონს წიწიბურა და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე. დაიმახსოვრეთ, დასატკბობად შაქარი არ გამოიყენოთ, რადგან შაქარი ანეიტრალებს ამ საოცარი ბურღულის სასარგებლო თვისებების უმეტესობას. წიწიბურა თაფლით დაატკბეთ, მიირთვით, ისიამოვნეთ და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.

Facebook კომენტარები