კისერზე მარილები დაგიგროვდათ? ეს კარტოფილის კომპრესი ტკივილს სამუდამოდ დაგავიწყებთ!

453

კისერზე მარილები დაგიგროვდათ? ეს კარტოფილის კომპრესი ტკივილს სამუდამოდ დაგავიწყებთ!

კისერზე მარილების დაგროვებას უწოდებენ ხერხემლის კისრის განყოფილების ოსტეოქონდროზს. იმის გამო, რომ ხერხემლის კისრის განყოფილება წარმოადგენს ორგანიზმის საკმაოდ მნიშვნელოვან ნაწილს, დარღვევები კისრის არეში იწვევენ მთელი ორგანიზმის სერიოზულ დარღვევებს.კისრის არეში გადის უამრავი სისხლძარღვი და ნერვი, რომლებიც კვებავენ კისრის, სახის და თავის ქალის ქსოვილებს. კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზისთვის დამახასიათებელია:

თავის ტკივილი, უსიამოვნო შეგრძნება ხელის არეში, რომელიც გადაეცემა მხარს, წინამხარსა და თითებს; ჩხვლეტის შეგრძნება ამ მიდამოში, კუნთების სისუსტე, დაღლილობა, თავბრუდახვევა, ყურების შუილი, მხედველობისა და სმენის დაქვეითება, გულისრევა, ღებინება.

კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზი გამოირჩევა კლინიკური სიმპტომების მრავალფეროვნებით, რაც ხერხემლის ამ მონაკვეთის ანატომიური აგებულების თავისებურებით აიხსნება. კისრის არეში გადის უამრავი სისხლძარღვი და ნერვი, რომლებიც კვებავს კისრის, თავის ქალასა და სახის ქსოვილებს.
გარდა ამისა, კისრის არეში მალები მჭიდროდ ეკვრის ერთმანეთს და მცირე პათოლოგიური ცვლილება ან ზედმეტი დატვირთვა მთელი ნაწილის ფუნქციის მოშლას იწვევს.

კისრის ოსტეოქონდროზის სიმპტომებია:

  • ტკივილი კისერში, კეფაზე, მხრებში და ხელებში ძლიერდება ხელის მინიმალური დატვირთვის, ხველის, ცემინების დროს;
  • ხრაშუნი და ტკივილი კისრის მოდუნების და თავის დახრის დროს;
  • დაბუჟება ხელებსა და ფეხებში;
  • თავის ტკივილი, რომელიც ჩვეულებრივ იწყება კეფიდან და ვრცელდება თხემსა და საფეთქლებში;
  • თავბრუხვევა და ზოგჯერ გონების დაკარგვა თავის მკვეთრი მოძრაობის დროს;
  • სისუსტის და დაღლილობის შეგრძნება;
  • მჭიმავი ხასიათის ტკივილი გულის არეში.

კისრის ოსტეოქონდროზის დროს თავს იჩენს უსიამოვნო შეგრძნება ხელის არეში, რომელიც მხარს, წინამხარსა და თითებს გადაეცემა. არცთუ იშვიათად ტკივილს ხელის მინიმალური დატვირთვაც აძლიერებს. კისრის ოსტეოქონდროზის გართულებაა მხრის, იდაყვის, ლავიწის სახსრების ართროზი, რომელსაც თან სდევს მოძრაობის შეზღუდვა და ხელისა და მხრის ტკივილი მოძრაობისას.

გთავაზობთ ეფექტურ საშუალებას კისრის ოსტეოქონდროზის სამკურნალოდ

მომზადება:

გაფრცქვენით და გახეხეთ სახეხზე 1 საშუალო ზომის კარტოფილი, დაამატეთ 1 ს.კ. თაფლი, 1 ს.კ. გამდნარი ერბო, 1 ს.კ. მარილი, 4-5 კბილი გახეხილი ნიორი, 1 ჩკ. კოჭა (იმბირი) და 4-5 ც. გახეხილი ბოლოკი. ყველაფერი კარგად აურიეთ ერთმანეთში და გაანაწილეთ დოლბანდზე.

დაიდეთ კომპრესი კისრის არეში, დააფარეთ კომპრესის ქაღალდი ან ცელოფანი და თბილად შეიხვიეთ. 2 საათის შემდეგ საფენი მოიხსენით, კანი გაიწმინდეთ თბილი ხელსახოცით და წაისვით სოჭის ზეთი. მკურნალობის კურსი – დღეში ერთხელ 7-10 დღის განმავლობაში.

frenis kompensacia
frenis kompensacia