სახლში მომზადებული ყველაზე ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი, რომელიც უებარია წელის ტკივილის დროს!

834

სახლში მომზადებული ყველაზე ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი, რომელიც უებარია წელის ტკივილის დროს!

წელის ტკივილი ქალებში საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. ის ორი სახისაა: მწვავე და ქრონიკული. მწვავე ტკივილი შეიძლება გამოწვიოს მძიმე საგნის აწევამ, ტრავმებმა, მჯდომარე ცხოვრების წესმა ან ცუდ პოზაში ძილმა. რაც შეეხება ქრონიკულ ტკივილს, ის უფრო დიდხანს გრძელდება და საწყის სტადიაზევე საჭიროებს მკურნალობას, რათა  ასაკთან ერთად არ გაუარესდეს.

ქალებში წელის ტკივილი ყოველთვის ხერხემლის პრობლემებთან და საყრდენ-მამოძრავებელ სისტემასთან არ არის დაკავშირებული. შესაძლოა, პრობლემა გინეკოლოგიური დაავადებები იყოს. თუ ტკივილი ინტენსიურია გავის, საზარდულისა და მუცლის წინა კედლის მიდამოში, აუცილებელია გინეკოლოგთან ვიზიტი. შესაძლებელია საშვილოსნოს მილებსა და საკვერცხეებში ანთებითი პროცესი იყოს განვითარებული.

მამაკაცებში წელის ტკივილის გამომწვევი ერთ-ერთი ფაქტორი პროსტატის ჯირკვალთან დაკავშირებული პრობლემაა. ტკივილი წელის არედან იწყება, მუცლის ქვედა მხარეს გადაეცემა,ამ დროს შარდის გამოყოფაც რთულდება. მსგავსი შეგრძნება თან ახლავს აპენდიქსის ანთებას ან შარდ-კენჭოვან დაავადებებს. მამაკაცებში წელის ტკივილის გამომწვევ სხვა მიზეზებს შორისაა: გავა-წელის რადიკულიტი, ოსტეოქონდროზი, სქოლიოზი, კოქსართროზი და სხვა.

კოჭა (იმბირი) რევმატიზმის, ვენების გაგანიერების, კუნთების და წელის ტკივილის დროს საუკეთესო საშუალებაა. მისი შემადგენლობის წყალობით ჯანჯაფილი ამცირებს კუნთებში არსებულ ანთებით პროცსებს.

თითოეული ზემოთ ჩამოთვლილი დაავადება დღეისათვის ბევრ ადამიანს აწუხებს. ეს დაავადებები ძირითადად ასაკოვან ადამიანებშია გავრცელებული, თუმცა ახალგაზრდებიც უჩივიან ამ პრობლემებს.

მტანჯველი ტკივილი და დისკომფორტი ამ დაავადებებს თან ახლავს. სამწუხაროდ, აფთიაქში შეძენილი კრემები და პრეპარატები ყოველთვის ეფექტური და შედეგიანი არ არის. თუმცა, ზოგჯერ ბუნება გვასაჩუქრებს ისეთი პროდუქტებით, რომლებსაც ასეთი მტკივნეული დაავადებების განკურნება შეუძლიათ.

დღეს სწორედ ასეთ საშუალებას გასწავლით. როგორც უკვე ვახსენეთ, კოჭა ანთებითი პროცესების სამკურნალოდ საკმაოდ ეფექტური საშუალებაა.

იმისთვის, რომ კოჭას დახმარებით სხეულის კონკრეტულ ადგილას იმკურნალოთ, შემდეგნაირად უნდა მოიქცეთ:

დაგჭირდებათ რამდენიმე ცალი კოჭას ფესვი, 4 კბილი ნიორი და 2 ს/კ მარილი.

დასრესილ კოჭას მარილი და ნიორი დაამატეთ, კარგად მოურიეთ, რომ ერთიანი მასა გახდეს. დაიდეთ ნაზავი მტკივან ადგილას და ზემოდან პოლიეთილენის პარკი გადააკარით; სახვევით მჭიდროდ შეიხვიეთ; მტკივან ადგილას ეს ნაზავი 6 საათის განმავლობაში უნდა გაიჩეროთ.

Facebook კომენტარები