აი, რატომ არ უნდა გადააგდოთ კვერცხის ნაჭუჭი. ამის შესახებ, ბევრმა არ იცის

5920

თურმე კვერცხის ნაჭუჭი ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა. ჩვენ მოგიყვებით იმაზე თუ რატომ არ უნდა გადააგდოთ ის.

1. სხვადასხვა დაავადების მკურნალობა
კვერცხის ნაჭუჭის გამოყენება გეხმარებათ კარიესთან, ოსტეოპოროზთან, ხერხემლის პრობლემებთან, ღრძილებიდან სისლდენასთან, და ალერგიასთან ბრძოლაში. ასევე ის ეფექტურია დამწვრობების, გასტრიტის და დიარეის დროს.

2. კალციუმი
კვერცხის ნაჭუჭი კალციუმს შეიცავს. ის კი, ჩვენი ორგანიზმის განვითარებისთვის და ფუნქციონირებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ კვერცხის ნაჭუჭში არსებულ კალციუმს ჩვენი ორგანიზმი ფაქტობრივად სრულად ითვისებს.

3. კვერცხის ნაჭუჭი ბავშვებისთვის
კვერცხის ნაჭუჭი ბავშვებისთვის ძალიან სასარგებლოა, ეს ასევე ანემიის, რაქიტის და დიათეზის კარგი პროფილაქტიკაა. ნაჭუჭი ბავშვის საკვებს შეურიეთ. გააკეთეთ ნაჭუჭისგან ფხვნილი, დანის წვერით ამოიღეთ და ამ რაოდენობით მიაღებინეთ 6 თვიდან– 1 წლამდე ბავშვს, ხოლო 1 წლიდან–3 წლამდე–ორჯერ მეტი რაოდენობით.

4. ნაჭუჭი რადიოაქტიური ნივთიერებების წინააღმდეგ
ჩვენი ორგანიზმი რადიოაქტიურ ნივთიერებებს ძალიან სწრაფად აგროვებს. ამიტომ მისი გაწმენდა აუცილებელია. შეგიძლიათ კვერცხის ნაჭუჭის ¼ ჩ/კ რამდენიმე კვირის განმავლობაში ყოველდღე მიიღოთ.

5. თმა და ფრჩხილები
კალციუმი ლამაზი თმის და ფრჩხილების წყაროა. შეგიძლიათ კვირაში ერთხელ კვერცხის ნაჭუჭისგან მომზადებული ფხვნილის 1/3 ჩ/კ და თევზის ქონის 2 კაფსულა მიიღოთ.

6. სარეცხის გათეთრება
ნაჭუჭს მათეთრებლის თვისებები აქვს. გააკეთეთ მისგან ფხვნილი, ჩაყარეთ პატარა ტილოს ტომარაში და ტანსაცმლის რეცხვისას სარეცხ მანქანაში ჩადეთ.

7. ყავის გემო
თუ ყავის გემოს გაუმჯობესება გსურთ, ყავის მადუღარის ფილტრში დაქუცმაცებული ნაჭუჭი ჩაყარეთ. გემო ბევრად უფრო მძაფრი გახდება.

8. ჭურჭელი
კვერცხის ნაჭუჭი დააქუცმაცეთ და თერმოსში ან ჩაიდანში ჩაყარეთ. დაასხით წყალი, ისე, რომ ჭურჭელი ნახევრამდე გაივსოს, შეანჯღრიეთ და 12 საათით დატოვეთ. დილით ჭურჭელი სუფთა იქნება. ის ასევე გამოიყენება ტაფების გაწმენდის დროს. დააყარეთ მას დაქუცმაცებული ნაჭუჭი და ღრუბლით გაწმინდეთ.

9. ნაჭუჭი და მცენარეები
ნაჭუჭისგან ფხვნილი გააკეთეთ და წყალი დაასხით. 24 საათის შემდეგ ეს წყალი შეგიძლიათ ოთახის და ბაღის ყვავილების მორწყვისთვის გამოიყენოთ.

Facebook კომენტარები