5 მიზეზი რატომ არის მნიშვნელოვანი ყოველ დილით წყალში გახსნილი კურკუმის მიღება

748

5 მიზეზი რატომ არის მნიშვნელოვანი ყოველ დილით წყალში გახსნილი კურკუმის მიღება

ჩვენი ტრადიციები არ გვაძლევს საშუალებას საჭმელში გამოვიყენოთ საკმარისი რაოდენობის კურკუმა, რათა შევძლოთ საკუთარ თავზე შევაფასოთ ყველა მისი სამკურნალო თვისება. სწორედ ამიტომ, უპრიანი და უფრო მარტივია, კურკუმის სასმელის სახით გამოყენება.

ინგრედიენტები:

  • ნახევარი ჩაის კოვზი კურკუმა
  • ერთი ჭიქა თბილი წყალი
  • ერთი ჩაის კოვზი ნაღების კარაქი
  • ერთი მწიკვი შავი პილპილი
  • ჩაყარეთ კურკუმა წყალში, დაამატეთ კარაქი და პილპილი და აურიეთ. მისი მიღება სჯობს უზმოზე.

კურკუმიანი წყლის სარგებელი:

უზმოზე ჩვეულებრივი წყლის დალევაც კი სასარგებლოა. ხოლო კურკუმის უნიკალური სამკურნალო თვისებების გამო, მისი ნარევის მიღება, ბევრად ეფეტური იქნება.

კურკუმიანი წყალი ხსნის ანთებას და ტკივილის სინდრომს ართრიტისა და ართროზის დროს (დიკლოფენაკის შემცველ მალამოებზე არანაკლებ დადებითად მოქმედებს).

ამცირებს სისხლში შაქრის დონეს. აფერხებს დიაბეტის გართულებას ინსულინზე დამოკიდებულ ადამიანებში.

აქვეითებს ქოლესტერინის დონეს, ხელს უშლის სისხლძარღვებში თრომბის გაჩენას.

აფერხებს კიბოს უჯრედების განვითარებას, ანელებს სხვადასხვა წარმოშობის სიმსივნის ზრდას.

ასტიმულირებს ნაღველდენას.

ხელს უწყობს საჭმლის მონელების ნორმალიზებას.

ასუფთავებს ღვიძლს ტოქსინებისგან, აახლებს მის უჯრედებს.

ხელს უწყობს ტვინის მუშაობის გააქტიურებას ხანდაზმულ ადამიანებში.

წმენდს ორგანიზმს, მას ტუტე გარემოს უქმნის, ამით კი სხეულში მიკროორგანიზმების გამრავლება ფერხდება

ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს.

ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზებას და, შედეგად, წონის კლებას.

კურკუმას ჩაის სახითაც სვამენ. მის მოსამზადებლად ერთ ჭიქა ცხელ წყალში ყრიან ერთ ჩაის კოვზ კურკუმას და ამატებენ თაფლს ლიმონთან ერთად. ეს უკანასკნელი გემოვნების საკითხია.

მიუხედავად ამდენი სარგებლისა, კურკუმას უკუჩვენებებიც აქვს – საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ან თირკმელების სხვადასხვა დაავადების დროს მისი გამოყენება არ არის რეკომენდირებული.

Კურკუმიან წყალს, განსაკუთრებით ლიმონის წვენთან ერთად, აქვს მრავალი სასარგებლო თვისება.

შემადგენლობა :

  • 0.5 ჩ / კ  კურკუმის ფხვნილი;
  • 0.5 ლიმონი;
  • თბილი წყალი;
  • თაფლი

მომზადება:

ლიმონის წვენი ჩაასხით ჭიქაში. დაამატეთ თბილი წყალი, კურკუმას ფხვნილი და თაფლი. აურიეთ კარგად.
ეს დადებით გავლენას მოახდენს  თქვენს სხეულზე.

Facebook კომენტარები