ეს წამალი დახეთქილი ქუსლების პრობლემას მხოლოდ 10 დღეში მოგაშორებთ

4511

ეს წამალი დახეთქილი ქუსლების პრობლემას მხოლოდ 10 დღეში მოგაშორებთ

 

დახეთქილი ქუსლები დღეს ძალიან ბევრი მანდილოსანის (და არა, მარტო) პრობლემაა. ცხადია, გარდა ესთეტიკური დეფექტისა, ამ პრობლემას თან ახლავს დამახასიათებელი ტკივილები.

ძირითადად, ქუსლები მაშინ სკდება, როცა კანი მეტისმეტად შრება და ელასტიკურობას კარგავს. ნახეთქების გაჩენა შეიძლება გამოიწვიოს კანის არათანაბარმა გადაჭიმვამ – ზაფხულში ტენის გამო კანის ზედაპირული შრე იჭიმება, ხოლო ზამთარში სკდება.

ქუსლები ხშირად უსკდებათ იმ ადამიანებს, რომელთაც ენდოკრინული დარღვევები აქვთ ან კანის დაავადებები აწუხებთ. გასათვალისწინებელია, რომ ნახეთქები შეიძლება, იყოს ავიტამინოზის, შაქრიანი დიაბეტის ან გასტრიტის ნიშანი.

ცივ სეზონზე მაპროვოცირებელ ფაქტორად შეიძლება იქცეს სინთეტიკური წინდებისა და მოუხერხებელი ფეხსაცმლის ტარება, ხოლო საზაფხულო, ღია ფეხსაცმელში ფეხები საერთოდ დაუცველი რჩება.

ქუსლების დახეთქვას მექანიკური და ბიოქიმიური ფაქტორები განაპირობებს.

მექანიკურ მიზეზებს შორის აღსანიშნავია კანის საფარველის მექანიკურად დამაზიანებელი ფაქტორები:

  • ტრავმები, მოუხერხებელი, მჭიდრო ფეხსაცმელი;
  • სინთეზური ქსოვილის წინდები;
  • ტერფის დეფორმაცია, ბრტყელტერფიანობა;
  • კანის ძლიერი სიმშრალე, როდესაც გარემო ფაქტორთა გავლენით ირღვევა კანის ზედა შრის მთლიანობა და მიკროორგანიზმებისთვის კანის ღრმა შრეებში შესაღწევი კარიბჭე იღება.

ბიოქიმიური მიზეზებია:

  • ცილოვანი დაAამინომჟავური ცვლის დარღვევა, ზოგიერთი ფერმენტის აქტივობის დაქვეითება, A და E  ვიტამინების უკმარისობა;
  • ენდოკრინოპათიები: ფარისებრი ჯირკვლის დაავადებანი, შაქრიანი დიაბეტი და სხვა ჰორმონული დარღვევები.

ნახეთქები შესაძლოა ისეთი დაავადებების გამოვლინებაც იყოს, როგორიც არის სოკოვანი ინფექცია, ფსორიაზი, ეგზემა, ნეიროდერმიტი და რიგი დერმატოლოგიური დაავადება.

აი საშუალება, რომელიც დახეთქილი ქუსლების პრობლემას მხოლოდ 10 დღეში მოგაშორებთ და არავითარი მანიპულაცია კანზე საჭირო არაა!

საჭირო მასალა:

  • 10 აბი ასპირინი
  • 250 მლ 70%-იანი სპირტი

გამოყენების წესი:

  1. დაფქვით ასპირინის აბები და დაასხით სპირტი. ნარევი დააყენეთ რამდენიმე დღით.
  2. ყოველი გამოყენების წინ შეანჯღრიეთ ბოთლი ნარევით. შემდეგ დაასველეთ ბამბის ტამპონი ამ საშუალებით და დაიდეთ პრობლემურ ადგილზე. შეიფუთეთ ქუსლები პოლიეთილენის პარკით და გაიჩერეთ მთელი ღამით.
  3. დილით დაიბანეთ ფეხები, კარგად გაიმშრალეთ და წაისვით გლიცერინი ან ცხიმიანი საცხი.
  4. დახეთქილი და უხეში კანი სულ რაღაც 10 დღის მერე სამუდამოდ მოგცილდებათ
frenis kompensacia
frenis kompensacia