ეს ინგრედიენტები შესანიშნავი ბუნებრივი ამოსახველებელი საშუალებაა და სუნთქვის გაძნელებასაც ხსნის.

376

ეს ინგრედიენტები შესანიშნავი ბუნებრივი ამოსახველებელი საშუალებაა და სუნთქვის გაძნელებასაც ხსნის.

ხველა რეფლექსია, რომლის დროსაც ორგანიზმი ცდილობს სასუნთქგი გზა გაათავისუფლოს ნახველისგან. ხველა შეიძლება იყოს მშრალი ან სველი. ხველა ეს არის ორგანიზმში ვირუსებისა და ბაქტერიების იმუნური პასუხი.

ხველის ნაირსახეობები

ხველა მრავალნაირია, განსაკუთრებით – ბავშვებში.

მყეფავი ხველა ვითარდება ზედა სასუნთქი გზების შევიწროების – კრუპის შედეგად, რომელსაც სასუნთქი გზების ინფექცია იწვევს. ის უმეტესად სამ წლამდე ასაკის ბავშვებს ემართებათ, უმეტესად ღამით და ზოგჯერ ხმაურიანი სუნთქვაც ახლავს თან.

მყივანი სპაზმური ხველის შეტევა ყივანახველას ახასიათებს. ადამიანი შეუსვენებლად ახველებს, შეტევის დასასრულს კი ღრმად, ყივილით ჩაისუნთქავს.

მსტვენი, ხიხინიანი ხველის დროს ხიხინი ამოსუნთქვისას ისმის, რაც ქვედა სასუნთქი გზების შეშუპებაზე მიუთითებს. ის ახასიათებს ასთმას, ბრონქიოლიტით მიმდინარე ვირუსულ ინფექციას, ქვედა სასუნთქ გზებში უცხო სხეულის არსებობას.

გამოყოფენ ასევე ღამის ხველას, დღისით ხველას, სველ, ხველას, მშრალ ხველას, ხველას ცხელებით, ხველას ღებინებით და სხვ.

ხველა მწვავეა, როცა სამ კვირაზე ნაკლებ ხანს გრძელდება. ბავშვებთან – ოთხ კვირაზე, მოზრდილებთან კი რვა კვირაზე მეტხანს მიმდინარე ხველა ქრონიკულად ითვლება. მათ შორის არსებულ პერიოდს ქვემწვავეს უწოდებენ.

მწვავე ხველა ხშირად ერთვის გაციებას, გრიპს, მწვავე ბრონქიტს.

ქრონიკული ხველა

ქრონიკული ხველის ერთ-ერთი მთავარი რისკფაქტორია მწეველობა (ამჟამად ან წარსულში). ხველა და ფილტვების დაზიანება შესაძლოა მეორეულმა, პასიურმა მოწევამ ანუ სხვისი მოწევისას კვამლის შესუნთქვამაც გამოიწვიოს.

მაგრამ იცით თუ არა, რომ ხველის მოშორება შეგიძლიათ ჩაის,წიწაკისა და თაფლის დადმარებით?

მიუხედავად იმისა, რომ ყველა სახეობის წიწაკა უზრუნველყოფს ჯანმრთელობის სარგებელს, ჩვენ გირჩევთ გამოიყენოთ შავი პილპილი ამ შემთხვევაში. პიპერის ნაერთს შავ წიწაკაში აქვს ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური მოქმედება.

თაფლს  ხველასა და ფლეგმის დროს იყენებდნენ უხსოვარი დროიდან მისი სასარგებლო თვისებების გამო. თაფლი ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებული პროდუქტია ალტერნატიულ მედიცინაში მშრალი ხველის შესამსუბუქებლად.

რეცეფტისთვის დაგჭირებათ:

  • 2 ჭიქა წყალი (500 მლ);
  • 1 ჩაის კოვზი დაფქული შავი პილპილი (5 გრ);
  • თაფლი (15 გრ);
  • ნახევარი ლიმონის წვენი;
  • 1 ჩაის კოვზი კოჭა (5 გრ).

მომზადება:

ჩაასხით წყალი ქვაბში და მიიყვანეთ ადუღებამდე.

შემდეგ დაამატეთ კოვზი შავი პილპილი, ლიმონის წვენი და კოჭა. დააფარეთ სასმელს სახურავი და გააჩერეთ 10 წუთის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე. შემდეგ გაწურეთ საწურის მეშვეობით და დაუმატეთ თაფლი. გაყავით 3 ნაწილად, რომ დღის განმავლობაში სამჯერ დალიოთ. დალიეთ პირველი 1 ჩაის ჭიქა დილით უზმოზე, ხოლო დანარჩენი ორი სადილისა და ვახშმის წინ. მიიღეთ ეს საშუალება, სანამ ხველა ბოლომდე არ გაქრება.

Facebook კომენტარები