მუცლის შებერილობა– პრობლემა, რომელიც ადამიანების უმრავლესობას აწუხებს. მაგრამ მისი მოგვარება შესაძლებელია და ჩვენ ამაში დაგეხმარებით.
პირველ რიგში უნდა იცოდეთ თუ, რა პროდუქტები იწვევენ შებერილობას.
რძის პროდუქტები
მოერიდეთ ამ პროდუქტებს ამ მათი რაოდენობა შეამცირეთ. აქ იგულისხმება: რძე, იოგურტი, ყველი. შეგიძლიათ ეს პროდუქტები ქოქოსის, ნუშის, ან სოიოს რძით ჩაანაცვლოთ.
ბროკოლი, ბოსტნეული, სატაცური
ეს პროდუქტები ხშირად შებერილობას იწვევენ. ასე რომ საკუთარ რაციონში მათი რაოდენობა შეამცირეთ.
ლობიო
ამის შესახებ ალბათ ყველამ იცის. იმისთვის, რომ ამ პროდუქტში არსებული შაქრის რაოდენობა შეამციროთ მომზადების წინ ის წყალში დაალბეთ.
ვაშლი და მსხალი
ეს ხილი ხსნად ბოჭკოს შეიცავს. ეს კი ნამდვილი პრობლემაა მგრძნობიარე კუჭისთვის. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ ხილზე უარი უნდა თქვათ. უბრალოდ მიიღეთ ის არც ისე დიდი რაოდენობით.
საღეჭი რეზინი
ღეჭვის დროს, ზედმეტ ჰაერს ყლაპავთ– შედეგი კი, ნათელია.
მარილიანი საკვები
მარილიანი საკვები ნატრიუმითაა მდიდარი. რაციონში მარილიანი პროდუქტების რაოდენობა შეამცირეთ.
გაზიანი სასმელები
აქ სიტყვებიც ზედმეტია.
მუცლის შებერილობას, კუჭში შეკრულობას ხშირად სტრესი, ნაწლავებში ბაქტერიების ნაკლებობა, ან დიეტა იწვევს. აი, როგორ უნდა ებრძოლოთ ამ პრობლემებს.
ფენხელი–დიდი კამა
ფენხელი და ფენხელის თესლი ძალიან ეფექტურად ებრძვის მუცლის შებერილობას.
კვლიავი
კვლიავის თესლი ძალიან სასარგებლოა შებერილობის დროს. ეს პროდუქტი ასევე სასარგებლოა ნაწლავებში “კარგი” ბაქტერიების გამრავლებისთვის.
კოჭა
კოჭას სასარგებლო თვისებებზე ალბათ ბევრს სმენია. ის სასარგებლოა მეტეორიზმის დროს.
ანანასი
ანანასი საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას აუმჯობესებს და მეტეორიზმის გაჩენის რისკს ამცირებს.
პიტნის ჩაი
ეს საკმაოდ ეფექტური საშუალებაა ნაწლავის გაღიზიანების სინდრომის დროს.
გვირილას ჩაი
გვირილა ანთების და სპაზმების საწინააღმდეგო კარგი საშუალებაა. ის ხშირად გამოიყენება ბავშვებში დიარეის დროს.
პაპაია
პაპაია შებერილობას ებრძვის. ის შეიცავს ნივთიერება პაპაინს, რომელიც გაზების დაგროვებას უშლის ხელს.
ოხრახუში
ეს მწვანილი ძალიან სასარგებლოა საჭმლის მონელების სისტემის მუშაობისთვის.
ვაშლის ძმარი და ლიმონი
ეს ორი პროდუქტი სასარგებლოა მუცლის შებერილობის დროს. 1 ჭიქა წყალს 1–2 ჩ/კ ვაშლის ძმარი შეურიეთ და დალიეთ. ხოლო თუ ლიმონის გამოყენება გსურთ, შეგიძლიათ წყალს ნახევარი ლიმონის წვენი შეურიოთ და მიიღოთ.
ერთი დღით მაინც დავასვენოთ ნაწლავები და მივიღოთ მხოლოდ მოხარშული ბრინჯი და მცენარეული ჩაი. ამის შემდეგ უნდა გადაიხედოს რაციონი. რაციონიდან ამივიღოთ აირთა წარმოქმნის ხელშემწყობი საკვები - ცომეული, ტკბილეული, რძე, ახალი ხილი და ბოსტნეული, პარკოსნები - ბარდა, ლობიო. რძის ნაცვლად უმჯობესია მივირთვათ რძემჟავა პროდუქტები (ყველი, მაწონი, იოგურტი).
ვსვათ პიტნის, გვირილას ან კრაზანას ჩაი. ხორცის პროდუქტებიდან ამ კუთხით ყველაზე უვნებელია ქათმის, ინდაურისა და ხბოს ხორცი, ბურღულეულიდან - ბრინჯი. აირთა წარმოქმნის პროცესებზე დადებითად მოქმედებს ისეთი სუნელები და სანელებლები, როგორებიცაა კოჭა, კვლიავი, ოხრახუში, კამა, ილი. სამედიცინო ჩარევა უმეტესად ფერმენტული პრეპარატების მიღებას გულისხმონს, ხოლო კუჭ-ნაწლავის ინფექციის თაობაზე ეჭვის შემთხვევაში ინიშნება ანტიბიოტიკები. მუცლის შებერილობასთან ბრძოლის ყველაზე გავრცელებული მეთოდია გააქტიურებული ნახშირის ან სიმეტიკონის შემცველი პრეპარატების მიღება.