წაისვით ეს ნახარში თმაზე, გაიჩერეთ 5 წუთი და ჩამოიბანეთ. შედეგი მაშინვე იქნება!
გაჭაღარავება სიბერის ერთ-ერთი ნიშანია, თუმცა, ყველას გვინახავს ახალაზრდობაში თმაში შეპარული ჭაღარაც. რა იწვევს ნაადრევ გაჭაღარავებას და შესაძლებელია თუ არა თმის ნაადრევი "დაბერების" შეჩერება? გვესაუბრება დერმატოლოგი მაკა ცირამუა. - თმის ფერზე პასუხს აგებს პიგმენტი მელანინი, რომელსაც თმის ბოლქვებში განლაგებული უჯრედები გამოიმუშავებენ. გაჭაღარავების დროს იწყება თმის ფერის ცვლილების შეუქცევადი პროცესი. პიგმენტის გაქრობისა და ჰაერის ბუშტუკებით ღერების შევსების გამო თმა მოთეთრო-ვერცხლისფერს იღებს.
თმის ფერის შეცვლა უმეტესად 35 წლიდან იწყება, მაგრამ არც უფრო ადრეულ ასაკში დაწყებაა გამორიცხული. ნაადრევი გაჭაღარავება დღეს იშვიათობას აღარ წარმოადგენს. მიიჩნევა, რომ მუქთმიანი ხალხი უფრო ადრე ჭაღარავდება, ვიდრე ქერა, მაგრამ შესაძლოა, ეს მხოლოდ გვეჩვენებოდეს, რადგან მუქი ფერის თმაში თეთრი ღერები უფრო მეტად შესამჩნევია. თმის გათეთრება მეტწილად ორგანიზმის დაბერების შედეგია.
ასაკის მომატებასთან ერთად ქვეითდება პიგმენტის წარმომქმნელი უჯრედების ფუნქცია და წყდება მელანინის გამომუშავება. ამ ბუნებრივი პროცესის დაწყების დრო ყოველი ადამიანისთვის გენეტიკურად არის განსაზღვრული. მიიჩნევა, რომ ევროპელებს ჭაღარა დაახლოებით 34 წლიდან ერევათ, თუმცა ეს მიახლოებითი მონაცემია - უნდა ვიგულისხმოთ პლუს-მინუს 10 წელი, აზიელებს - 30-34 წლიდან, ხოლო შავკანიანების ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები დაახლოებით 43 წლიდან (ასევე პლუს-მინუს 10 წელი) ჭაღარავდებიან.
როგორი თანამიმდევრობით იწყება თმის გათეთრება?
მამაკაცის გაჭაღარავების ბუნებრივი პროცესი იწყება თავზე თმის გათეთრებით, შემდეგ ვრცელდება ულვაშებზე, წვერებზე (ნიკაპიდან), სხეულზე. ქალებს პირველი ჭაღარა საფეთქლის არეში უჩნდებათ, მერე კი კეფისა და თხემისკენ გადაინაცვლებს.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ გაჭაღარავება დაკავშირებულია სისხლნაკლებობასთან, ავიტამინოზთან, ნერვულ და იმუნურ სისტემასთან, ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებასთან. რა თქმა უმდა შეღებვა არის გამოსავალი, მაგრამ საღებავები აფუჭებს თმის სტრუქტურას, აუხეშებს და ასუსტებს ძირებს.
ხალხური საშუალებები წარმატებით აღმოფხვრის ჭაღარა თმის პრობლემას ქიმიური საღებავების გამოყენების გარეშე.
წამალი, რომლის შესახებაც დღეს გაიგებთ, ეფექტური აღმოჩნდა.
შემადგენლობა და მიღების წესი:
5 კარტოფილის კანი, ადუღეთ 2 ჭიქა წყალში. შემდეგ გააგრილეთ და გაწურეთ ნარევი. დაამატეთ როზმარინის ან ლავანდის ეთერზეთები. დაიბანეთ თმა და წასვით ნარევი თმის ძირებში, ოდნავ შეიზილეთ სკალპი. გაიჩერეთ 5 წუთით და ჩამოიბანეთ. მალე დაინახავთ შედეგს, ჭაღას ვეღარ ნახავთ თმაზე.