რომ არა ეს სასწაული წამალი ვერასდროს მოვირჩენდი ფსორიაზს..
ფსორიაზი უცნობი გენეზის აუტოიმუნური დაავადებაა. იგი ჩვენშიც ისევეა გავრცელებული, როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანაში – აქვს მოსახლეობის დაახლოებით 10%-ს. დაავადება, როგორც უკვე ვთქვი, უცნობი გენეზისაა, ანუ მისი უშუალო მიზეზი არ არის ცნობილი, თუმცა ვიცით, რომ მის განვითარებაში გარკვეულ როლს ასრულებს როგორც მემკვიდრეობა, ისე გარეგანი ფაქტორები და სტრესი.
არის შემთხვევები, როცა ერთი კვერცხუჯრედიდან დაბადებულ ტყუპთან ერთს აქვს ეს დაავადება, მეორეს კი არა. ხშირად ის გენეტიკურად მოჰყვება თაობიდან თაობას, შესაძლოა, ერთდროულადაც ჰქონდეს ოჯახის რამდენიმე წევრს. თუმცა, ფსორიაზის გენი, რომელიც მამისგან ან დედისგან შვილს გადაეცემოდა და ფსორიაზს გამოიწვევდა, როგორც ასეთი, არ არსებობს.
მოდი, მარტივად ავხსნათ, რა ხდება ფსორიაზის დროს?!
მოგეხსენებათ, კანი რამდენიმე შრისგან შედგება. ბაზალური შრიდან უჯრედები იზრდება და ზედაპირზე ამოდის, მერე კი გარქოვანებას განიცდის და იქერცლება. ნორმაში ეს ციკლი ოცდაათ დღეს გრძელდება. ფსორიაზის დროს კი პროცესი დაჩქარებულია – დამახასიათებელი ფსორიაზული ბალთების მიდამოში უჯრედთა განახლება შვიდ დღეში ერთხელ ხდება. ამ დროს ჭარბი უჯრედები აქერცვლას ვერ ასწრებს და ქერქს წარმოქმნის.
მინდა გასწავლოთ საშუალება, რომლითაც თავის თმოვანი ნაწილის ფსორიაზი მოვირ-
ჩინე.
რა არ გადავიტანე: წლების განმავლობაში ვმკურნალობდი მალამოებით, რაკი გადამ-
დები არ ვიყავი, ბიულეტენს არ მაძლევდნენ; დავდიოდი დაუბანელი თმით და თავი ისე მექავებოდა, სირცხვილით, აღარ ვიცოდი, სად წავსულიყავი.
- ეს მეთოდი მიკარნახა კრეიპის წიგნმა „წყლით მკურნალობა“: თავს ვყოფდი ცივი
წყლით სავსე ჭურჭელში და დაახლოებით ერთ წუთს ვაჩერებდი.
შემდეგ თმას ვიწურავდი, მაგრამ არ ვიმშრალებდი, ხოლო მხრებზე ვიფენდი პირსახოცს, რომელიც ჩამოწრეტილ წყალს იწოვდა. ასე დავდიოდი სახლში თმის გაშრობამდე.
– ვინაიდან ონკანისთვის თავის შეშვერა მიჭირდა, თავდაპირველად თმას ანადუღარ
გრილ წყალში ვისველებდი და თანდათანობით მასში პირდაპირ ონკანიდან ვამატებდი წყალს. ასე ვიქცეოდი ყოველ საღამოს ერთი თვის განმავლობაში. მეტი აღარც დამჭირვე-
ბია.
თუ ამ მეთოდის გამოყენებას გადაწყვეტთ, გაითვალისწინეთ, რომ სახლში უნდა თბილოდეს. დაუშვებელია ორპირი ქარი. თუ შეძლებთ, კარგი იქნება, პროცედურა დღეში 2-3-ჯერ გაიმეოროთ.
ფსორიაზი რომ აღარ გაგიმწვავდეთ, მოამზადეთ ქვემოთ მოცემული რეცეპტები
ამ საშუალებების გამოყენება შეიძლება წელიწადის ნებისმიერ დროს, თუ ფსორიაზი გაგიმწვავდათ.
ნივრის ცოცხალი წვენი ან ფაფა თაფლით შეაზავეთ და მიიღეთ.
120 გრამ ხმელ დაფნის ფოთოლს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე, ადუღეთ 10 წუთს, გადაწუ-
რეთ და მიიღეთ მთელი დღის განმავლობაში სამ ულუფად. სვით 5-7
დღეყოველდღე.
დალიეთ 2 მლ უშაქრო ქაცვის ზეთი.
აიღეთ 60 გრამი ჭინჭრის ყვავილი და ფოთოლი, დაასხით 1 ლიტრი მდუღარე და დააყენეთ. მიიღეთ დღეში 3-ჯერ 100 მლ.
10 გრამ ორკბილას დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე. ჩადგით 30 წუთით მდუღარე წყლის აბაზანაში, შემდეგ შეაგრილეთ, გადაწურეთ, შეავსეთ მდუღარე წყლით 200 მლ-მდე. მიიღეთ 2-3 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ.