კამის, თაფლისა და ვალერიანის კომბინაცია უნიკალურია სისხლძარღვებისთვის!

162

კამის, თაფლისა და ვალერიანის კომბინაცია უნიკალურია სისხლძარღვებისთვის!

სისხლძარღვები წვრილ-წვრილი ძაფებივით არის ჩაქსოვილი ჩვენს ორგანიზმში. ზოგი — ზედაპირულად, ზოგიც — ღრმად. ფორმით და ფუნქციით განსხვავდება ერთმანეთისგან და სამი სახისაა: არტერიები, კაპილარები და ვენები.

არტერიები

არტერიებს უჯრედებამდე საკვები ნივთიერებები და ჟანგბადი მიაქვთ. მათი კედლები შედგება შიგნითა — ენდოთელური, შუა — კუნთოვან-ელასტიკური და გარეთა — შემაერთებელქსოვილოვანი გარსისგან. მსხვილი არტერიების შუა გარსში ელასტიკური ქსოვილი ჭარბობს, წვრილისაში კი კუნთოვანი, ამიტომ მსხვილი არტერიების სანათურის ცვლილება უფრო გულის მუშაობაზეა დამოკიდებული, ხოლო წვრილი არტერიებისა — უფრო კუნთების ტონუსზე.

ვენები

ვენებს უჯრედებიდან ნახშირორჟანგითა და დაშლის, ცხოველქმედების მავნე პროდუქტებით მდიდარი სისხლი გამოაქვთ. მათ არტერიების მსგავსი აგებულება აქვთ, მაგრამ კუნთებით ღარიბნი არიან. მათი სტრუქტურა მდებარეობაზეა დამოკიდებული, კერძოდ, იმაზე, სხეულის რომელ ნაწილში მდებარეობენ — ზემოთაში თუ ქვემოთაში, ვინაიდან ამ ორ ზონაში მდებარე ვენების აგებულება ერთმანეთისგან რამდენადმე განსხვავდება.

სისხლძარღვებზე ზრუნვა აუცილებელია, რადგან ხშირად, სწორედ აქ გროვდება მავნე ნივთიერებები, რაც თავის მხრივ უამრავი დაავადების, მათ შორის ათეროსკლეროზის, ვარიკოზის და მაღალი წნევის გამომწვევია.

ჩვენ გთავაზობთ იდეალური საშუალების მომზადების მეთოდს, სცადეთ და იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე ბუნებრივი ინგრედიენტების დახმარებით!

სისხლძარღვების გასასუფთავებელი საშუალება:

საჭირო ინგრედიენტები:

  • 100 გ კამის თესლი
  • 2 ს/კ ვალერიანის დაფქვილი ფესვები
  • 2 ლ ადუღებული წყალი
  • 2 ს/კ თაფლი

მომზადება:

1. აურიეთ კამის თესლი და ვალერიანის ფესვები, დაუმატეთ ადუღებული წყალი.
2. როდესაც ნაყენი გაგრილდება 40 გრადუსამდე, დაუმატეთ 2 ს/კ თაფლი.
3. გადაასხით მიღებული სითხე მინის ქილაში და გააჩერეთ 1 დღის განმავლობაში.

მიიღეთ 1 ს/კ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. კურსის ხანგრძლივობას შეადგენს 20 დღე, შემდეგ შეისვენეთ 10 დღით და კვლავ გაიმეორეთ. ეს რეცეპტი ვინც კი გამოიყენა ყველა კმაყოფილი და მადლიერია. მასში არსებული ყველა ინგრედიენტი არის ნატურალური ძალიან სასრგებლო ჯანმრთელობისთვის. უკვე წლებია ამ რეცეპტს ვამზადებ და ძალიან კმაყოფილი ვარ. არ აქვს არავითარი უკუჩვენება. თქვენც გირჩევთ დღესვე დაიწყოთ მისი მიღება.

frenis kompensacia
frenis kompensacia