მოვლილი და ლამაზი იქნებით, მაშინ როცა თქვენი კანი ზუსტად ასეთი იქნება. დღეს შემოგთავაზებთ საინტერესო რეცეპტს სახის კანის სკრაბის შესახებ.

1921

მოვლილი და ლამაზი იქნებით, მაშინ როცა თქვენი კანი ზუსტად ასეთი იქნება.
დღეს შემოგთავაზებთ საინტერესო რეცეპტს სახის კანის სკრაბის შესახებ.

სკრაბი – სახის კანის გამწმენდი საშუალება, მსხვილი გრანულებით, მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული გაღიზიანებული კანის შემთხვევაში

კანის მოვლაში ყველაზე მთავარი ისაა, რომ ის იყოს ჯანსაღი და ჰქონდეს ნათელი იერი. ჩვენი სურვილია დაგეხმაროთ ამ შედეგის მიღწევაში და გაგიზიაროთ სასარგებლო რჩევები.

იცოდი, რომ იმ პროცედურებიდან, რომლებიც ჩვენი კანისთვის არის აუცილებელი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ექსფოლიაცია/აქერცვლაა? ეს არამხოლოდ სახის კანის, არამედ სხეულისთვისაც უმნიშვნელოვანესია.

დასაბანი საშუალებები სრულად ვერ ასუფთავებენ კანს დაგროვილი ჭუჭყისა და ცხიმისგან, ამიტომ მთლიანი თავის მოვლის რუტინაში სკრაბს განსაკუთრებული ადგილი უნდა ეჭიროს. ის მნიშვნელოვნად აშორებს კანიდან მკვდარ უჯრედებს და საშუალებას აძლევს მას იყოს უფრო ჯანსაღი, შედეგად კანი სუნთქავს და მზადაა სხვა პროდუქტების მისაღებად.

ამ სკრაბის უპირატესობა სხვებთან შედარებით მისი შემადგენლობაა: ვიტამინი C და ხილის მჟავა.სახის თანაბარი ფერი, კანის გაწმენდა, გლუვი კანი – აი რისი მიღწევა შეგიძლიათ მხოლოდ სამი ჩვეულებრივი ინგრედიენტით:

დაგჭირდებათ:

• 1 მარწყვი

• 1ჩ/კ შაქარი

• 1 ჩ/კ ზეითუნის, ქოქოსის ან ნუშის ზეთი

მომზადება:

1. დანაყეთ მარწყვი, ამოავლეთ ზეთსა და შაქარში.

2. წაისვით კანზე და დაიმასაჟეთ 5 წუთის განმავლობაში.

3. ჩამოიბანეთ ცივი წყლით.

ამ სკრაბის შემდეგ დამატენიანებელი კრემი აღარ დაგჭირდებათ.

სახის სკრაბი ინტენსიურად ასუფთავებს კანს ჭუჭყისგან და აშორებს მკვდარ უჯრედებს.  არეგულირებს ცხიმის გამოყოფას და აქვს მატირების ეფექტი. აღადგენს და ატენიანებს კანს.

ჩვენ რეკომენდაციას გიწევთ გამოიყენოთ სახის კანის მოსავლელი ის საშუალება, რომელიც ზუსტად მიესადაგება ტქვენს კანს, სახის კანი, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ცოცხალი ორგანიზმი, განიცდის ადაპტაციას და ეჩვევა მისთვის სასარგებლო კომპონენტებს. თუკი თქვენ მიხვდებით რომ, სახის კანის მოსავლელი საშუალება ეფექტურია თქვენი კანისთვის, გამოიყენეთ იგი რეგულარულად და ნუ შეცვლით მას. სცადეთ ეს მარტივი, იაფი და ხელმისაწვდომი მეთოდი და თქვენს სახეს ბზინვარება არასდროს მოსცილდება..

frenis kompensacia
frenis kompensacia