ამ შრატის მომზადება დავიწყე სახლში, იგი ეფექტურია სისხლძარღვების გასაწმენდად და ხელების დაბუჟების სამკურნალოდ!

317

ამ შრატის მომზადება დავიწყე სახლში, იგი ეფექტურია სისხლძარღვების გასაწმენდად და ხელების დაბუჟების სამკურნალოდ!

სისხლძარღვები გულთან ერთად წარმოადგენს სისხლის მიმოქცევის ორგანოთა სისტემის შემადგენელ ნაწილს, რომელიც სისხლის მიმოქცევის ორი - დიდი და მცირე - ჩაკეტილი წრის მეშვეობით ადამიანს ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით ამარაგებს, უჯრედებიდან კი ნივთიერებათა ცვლის შედეგად დაგროვილი დაშლის საბოლოო პროდუქტები გამოაქვს. ცნობილია სამი სახის სისხლძარღვები: არტერიები, კაპილარები და ვენები.

სისხლძარღვთა ფუნქციაა სისხლის საჭირო მიმართულებით დენისა და სისხლით ორგანოთა მომარაგების უზრუნველყოფა. სისხლის დინებას სისხლძარღვთა ელასტიკურობა და მათი ტონუსი უწყობს ხელს. საზოგადოდ კი სისხლის მიმოქცევის ინტენსივობას განაპირობებს:

  • გულის შეკუმშვათა სიხშირე, რომელთა მეშვეობითაც სისხლი სისხლძარღვებში გადაიტყორცნება;
  • სისხლძარღვთა კედლების ხარისხი, მათი ელასტიკურობა, რის წყალობითაც ისინი წინააღმდეგობას უწევენ სისხლის დინებას;
  • ორგანიზმში მოცირკულირე სისხლის მოცულობა და სიბლანტე;
  • ადამიანის ფსიქოლოგიური მდგომარეობა;
  • ზოგიერთი მედიკამენტი.

 

ხელების დაბუჟება წლების განმავლობაში დისკომფორტს მიქმნიდა და ბევრ რამეში ხელს მიშლიდა. ხშირად მჭირდებოდა სხეულის პოზიციის შეცვლა, დასვენება, წინააღმდეგ შემხვევაში ძალიან მაწუხებდა დაბუჟება. მივმართე ექიმს, ვიღებდი წამლებს, მაგრამ უშედეგოდ.

მკურნალობის კურსის გარკვეული ეტაპი შედეგიანი იყო, თუმცა დროის გასვლის შემდეგ ყველაფერი თავიდან იწყებოდა. შევიმოწმე სისხლძარღვები ხელზე და აღმოჩნდა, რომ ისინი იდაყვიდან თითებამდე 30 %-ით ფუნქციონირებდა, ხოლო მხრიდან იდაყვამდე – 50 %-ით. აღმოვაჩინე  ხალხური საშუალებები და  სისხლძარღვების გაწმენდა ტიბეტური მეთოდის მიხედვით ნივრის ნაყენით დავიწყე.

დავიწყე 1 წვეთი ნივრის ნაყენისა და რძის ნარევით და ავედი ნივრის ნაყენის 25 წვეთამდე. ასევე მასწავლეს სისხლძარღვების წმენდის კიდევ ერთი მეთოდი, რომლის ძირითადი ინგრედიენტი ნიორი და შრატია.

აიღეთ 3 ლ რძის შრატი, 3 ჩ. ჭ. დაჭყლეტილი ნიორი, 1 ჩ. ჭ. შაქარი. შემადგელობას ასადუღებლად დაამატეთ 1 ჩ. კ. არჟანი. დროდადრო მოურიეთ ხოლმე. უძლიერესი სამკურნალო ნაყენი მიიღეთ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, 50 მლ-ის ოდენობით.

სამკურნალო ნაყენის სამ ლიტრიან ქილას 2 თვის განმავლობაში ვიღებდი და 6 წელზეა მეტია ხელების დაბუჟებას არ შეუწუხებივარ. მსურს, მკურნალობა გავიმეორო და გავიწმინდო სისხლძარღვები. შრატი აუცილებლად ნატურალური რძისგან უნდა მოამზადოთ და ნიორიც ნატურალური აარჩიეთ.

Facebook კომენტარები