თუ თქვენ ნაოჭებს ებრძვით, გაგიზიარებთ გასაოცარი ნიღბების რეცეპტებს, რომელთა მოხმარებით მადლიერი იქნებით

3160

თუ თქვენ ნაოჭებს ებრძვით, გაგიზიარებთ გასაოცარი ნიღბების რეცეპტებს, რომელთა მოხმარებით მადლიერი იქნებით

ასაკთან ერთად მატულობს არა მხოლოდ მიმიკური ნაოჭები, არამედ არამიმიკური ნაოჭებიც ( ცხვირ-ტუჩის ნაოჭი, ნიკაპთან და ზედა ტუჩზე არსებული რადიალური ნაოჭები. )

იმისათვის რომ შევინარჩუნოთ და გავიხანგრძვილოთ ახალგაზრდობა, რეკომენრირებულია ამ ნიღბების მომზადება სახლში.

ნაადრევ ნაოჭებს ებრძვის კრაზანა. აიღეთ 5 გრამი კრაზანას ახალმოკრეფილი ყვავილი და დაასხით ცოტაოდენი მზესუმზირას ზეთი, 2 კვირა გააჩერეთ სიცივეში და გადაწურეთ. ეს ნაყენი კარგია მშრალი კანისთვის.

ბანანის მატონიზებელ თვისებებს ბევრი უკვე იცნობს, თუმცა ზოგიერთს, განსაკუთრებით — მშრალი კანის პატრონებს, მათი შეხსენება არ აწყენდათ.

ჩანგლით გასრისეთ მწიფე ბანანი, დაუმატეთ იმდენი კარტოფილის ფქვილი, რომ არაჟნის სისქის მასა მიიღოთ. სახეზე წაისვით მკვებავი კრემი, ზემოდან კი ბანანის ნიღაბი გადაისვით. ერთი ფენა რომ გაშრება, მეორე დაამატეთ.

შეგიძლიათ, ზემოდან დოლბანდი დაიფაროთ, რომ სწრაფად არ გაშრეს.
ნიღაბი 30-40 წუთი დაიტოვეთ, მერე კი ფრთხილად მოიცილეთ ბამბის ტამპონით.
მკურნალობის კურსი 10 პროცედურაა.

დავჭრათ ერთი ლიმონი და დავასხათ 1 ჩაის ჭიქა არაყი. გავაჩეროთ გრილ ადგილას 10-12 დღე. ამის შემდეგ ნარევი გადავწუროთ, დავუმატოთ 100 გრამი არაჟანი და შევათქვიფოთ 1 კვერცხის გული.

ამ ნარევით სასურველია ყოველდღიურად გავიწმინდოთ სახე (ნარევი სასურველია შევინახოთ მაცივარში).

გაჭყლიტეთ 1 ს. კ. უცხიმო ხაჭოს ყველი 1 ჩ. კ. ზღვის მარილთან ერთად. ნაზავი სახეზე მასაჟური ხაზების მიხედვით დაიდეთ. მსუბუქად დაიმასაჟეთ, მაგრამ კანი არ გააღიზიანოთ. დაიტოვეთ ნიღაბი 15-20 წუთით, შემდეგ კი ცივი წყლით ჩამოიბანეთ. პროცედურის შემდეგ სახეზე ყინულის კუბიკი გადაიტარეთ.

საფუარის ნიღაბი

 უკვე პირველი პროცედურის შემდეგ აშკარა განსხვავებას შეამჩნევთ. ჩვენ გირჩევთ ისწავლოთ დაბერების საწინააღმდეგო ნიღბების მომზადება სახლის პირობებში, რათა დაზოგოთ თქვენი ბიუჯეტი.

საჭირო ინგრედიენტები:

  • 10 გრ ახალი საფუარი
  • 6 ჩ.კ თბილი რძე
  • 1 ჩ.კ თაფლი (თუ ალერგია გაქვთ, გამორიცხეთ)
  • 3 ჩ.კ სახამებელი
  • 2-3 წვეთი ცხიმიანი ვიტამინი A
  • 2-3 წვეთი ცხიმიანი ვიტამინი E

მომზადება და გამოყენება:

საფუარი გავხსნათ თბილ რძეში და გავაჩეროთ 15 წუთი, დაუმატეთ დანარჩენი ინგრედიენტები. წაისვით პირველი ფენა, დაელოდეთ რომ გაშრეს, შემდეგ ისევ გადაისვით მეორე, გააჩერეთ 15 წუთი და ბოლოს ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

frenis kompensacia
frenis kompensacia