იაფი ინგრედიენტებით მომზადებული ფაფუკი კექსის 2 გასაოცარი რეცეპტი მაქვს თქვენთვის მოტალი! 

733

იაფი ინგრედიენტებით მომზადებული ფაფუკი კექსის 2 გასაოცარი რეცეპტი მაქვს თქვენთვის მოტალი! 

ბანანის კექსი

მასალა:

  • 225გრ ფქვილი,
  • 2,4ჩ/კ სოდა,
  • 100გრ კარაქი,
  • 75გრ შაქარი,
  • 125გრ ფინიკი (კურკა გამოცლილი და
    წვრილად დაჭრილი),
  • 2 ბანანი(მსხვილად დაჭრილი),
  • 2 მსუბუქად ათქვეფილი კვერცხი,
  • 2ს/კ თაფლი.

1. 20-25სმ დიამეტრის კექსის ფორმას ცხიმი წაუსვით და ძირში პერგამენტის
ქაღალდი ჩაუფინეთ. 2. ფქვილი გაცერით, დარბილებული კარაქი, შეაზილეთ და გლუვი ცომი მოამზადეთ. 3. შაქარი, ფინიკი, ბანანი, კვერცხი და თაფლი შეურიეთ და ფრთხილად მოზილეთ. ცომი ოდნავ უნდა წვეთავდეს კოვზიდან.

4. მზა ცომი წინასწარ მომზადებულ ფორმაში ჩადეთ და დანით ზედაპირი მოასწორეთ. 5. შედგით 160°C-ზე წინასწარ გაცხელებულ აირღუმელში და აცხვეთ დაახლოებით 1სთ, სანამ ოქროსფერს მიიღებს მზა კექსი ფორმებში ოდნავ შეაგრილეთ, შემდეგ გადმოიღეთ და გააცივეთ. თუ კექსს კარგად შეახვევთ და გრილად შეინახავთ, რამდენიმე დღე გაძლებს. შეგიძლიათ ფინიკის ნაცვლად – ქლიავის ან გარგარის ჩირი გამოიყენოთ.

ფორთოხლის კექსი

მასალა:

  • 225გრ დარბილებული კარაქი,
  • 225გრ შაქარი,
  • 4 კვერცხი,
  • 425გრ ფქვილი,
  • 3ჩ/კ სოდა,
  • 1 მწიკვი მარილი,
  • 300მლ ახლადგაწურული ფორთოხლის წვენი,
  • 1ჩ/კ ფორთოხლის გახეხილი კანი.

სიროფი:

  • 200მლ ფორთოხლის წვენი,
  • 200გრ შაქარი.

1. 24-26სმ დიამეტრის ფორმას ცხიმი წაუსვით 2 კარაქი და შაქარი კარგად
ათქვიფეთ, ნელ-ნელა დაამატეთ 4 კვერცხის გული და თქვიფეთ მანამ, სანამ გათეთრდება.  3. ფქვილი, სოდა და მარილი ერთმანეთში აურიეთ, ნელ-ნელა ჩაასხით ათქვეფილი კვერცხი, დროდადრო დაამატეთ ფორთოხლის წვენი და კარგად ათქვიფეთ. 4. ბოლოს, ფორთოხლის გახეხილი კანი შეურიეთ.

5 კვერცხის ცილა კარგად ათქვიფეთ და ცომს დაამატეთ. 6. მზა ცომი – წინასწარ მომზადებულ ფორმაში მოათავსეთ და 180°C-ზე წინასწარ გაცხელებულ აირღუმელში 50-55წთ აცხვეთ, სანამ არ გაოქროსფერდება. 7. ფორთოხლის წვენი და შაქარი – ქვაბში წამოადუღეთ, 5წთ. ადუღეთ, რომ შაქარი კარგად გაიხსნას. ნამცხვარი აირღუმელიდან გამოიღეთ ფორმაშივე გააგრილეთ, შემდეგ ვაჟინის ნახევარი წაუსვით და 10წთ დატოვეთ. დასასრულს, ფორმიდან ამოიღეთ, დარჩენილი ვაჟინიც წაუსვით და მიირთვით.

ეს გემრიელი კექსები მუდამ ცხვება ჩემს ღუმელში იმდენად მოსწონთ ოჯახის წევრებს!

Facebook კომენტარები