წიწიბურას კისელი სისხლძარღვების გასაწმენდად! ესარის ზუსტად იც რაც თქვენ გჭირდებათ!

691

წიწიბურას კისელი სისხლძარღვების გასაწმენდად! ესარის ზუსტად იც რაც თქვენ გჭირდებათ!

ექიმების აზრით, წიწიბურა სასარგებლოა დიაბეტით დაავადებულებისთვის და ჭარბი წონის მქონე ადამიანებისთვის. წიწიბურას ფაფა იდეალურია გულის და ღვიძლის ფუნქციონირების დასახმარებლად, ის ხელს უწყობს ორგანიზმიდან ზედმეტი ქოლესტერინის, შლაკების და მძიმე მეტალების იონების გამოდევნას, რაც დღევანდელი ეკოლოგიური პირობების გათვალისწინებით, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია.

ამას გარდა, წიწიბურა სასარგებლოა სისხლძარღვების დაავადებების, ართრიტის და რევმატიზმის მქონე ადამიანებისთვის და არაჩვეულებრივი დამხმარეა, სხვადასხვა დერმატოლოგიური პრობლემების მოსაგვარებლად.

მართალია, წიწიბურა თავადაც შეიძლება ალერგიული რეაქციის გამომწვევი გახდეს (რაც იშვიათად ხდება), თუმცა მას ხშირად უნიშნავენ გულტენზე და ხორცზე ალერგიის მქონე ადამიანებს: შეუცვლელი ამინო-მჟავების მაღალი შემცველობის წყალობით, წიწიბურაში არსებული ცილები მიახლოვებული ცხოველური წარმოშობის ცილებთან.

კალორიულობას რაც შეეხება, წიწიბურა დაბალკალორიული პროდუქტი ნამდვილად არ არის: 100 გრამზე 307 კკალ. მოდის, თუმცა ის ერთ-ერთი ბურღულეულთაგანია, რომელიც როგორც ჩვეულებრივი, ასევე დიეტური კვებისთვის იდეალური ინგრედიენტია.

მოკლედ, თუ თქვენ ამ დიდებული ბურღულეულის დიდი მწყალობელი არასდროს ყოფილხართ, გირჩევთ, საკუთარ პრიორიტეტებს გადახედოთ და ის კვების რაციონში გარკვეული დოზებით მაინც შეიტანოთ.

წიწიბურას კისელის სარგებელი

წიწიბურას კისელის დახმარებით თქვენ შეგიძლიათ არა მხოლოდ შეამციროთ ქოლესტერინის დონე, არამედ გაასუფთავოთ ნაწლავები  ტოქსინებისგან, არტერიული წნევის და მეტაბოლური პროცესების ნორმალიზება.

ამ სამკურნალო სასმელი მხოლოდ რამდენიმე დოზით თქვენ იგრძნობთ ძალის მატებას, ხოლო ერთი თვის შემდეგ წნევა ნორმალიზდება და მნიშვნელოვნად შემცირდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გაჩენისა და განვითარების რისკი.

აუცილებელია დალიოთ 100-150 მლ წიწიბურას ეს სითხე დღეში ორჯერ, საუზმემდე და ვახშამამდე ნახევარი საათით ადრე, ყოველი დოზის შემდეგ მიირთვით 1 ჩაის კოვზი თაფლი. წმენდის კურსი - 1 თვე.

როგორ მოვამზადოთ წიწიბურის კისელი?

აუცილებელია 3-4 სუფრის კოვზი წიწიბურის ფქვილი, (წიწიბურას ბურღული დაფქვით, შეგიძლიათ გამოიყენოთ ყავის საფქვავი) დაამატეთ 1 ჭიქა ცივ წყალში, კარგად აურიეთ და ნელ-ნელა დაამატეთ ერთი ლიტრი მდუღარე წყალი. აურიეთ ყველაფერი საფუძვლიანად. ადუღეთ დაახლოებით 5-10 წუთის განმავლობაში, სანამ არ მოიხარშება, ცეცხლიდან გადმოდგმამდე დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი მცენარეული ან ზეითუნის ზეთი.

frenis kompensacia
frenis kompensacia