მოამზადეთ რულეტი გამოცხობის გარეშე 15 წუთში

2247
ფირფიტა
  • ფინიკი – 300 გ (წინასწარ წყალში დამბალი)
  • ნიგოზი – 100 გ
  • ფხვიერი ქარხნული ნამცხვარი “პეჩენია”
  • კაკაო – 1 სკ
  • წყალი – 1 სკ
კრემი
  • ხაჭო – 180 გ
  • კარაქი – 70 გ
  • შაქრის ფხვნილი – 2 სკ
  • ვანილი – მწიკვი
მომზადების წესები

კრემის ყველა ინგრედიენტი შეურიეთ ერთმანეთს და კარგად დააბლენდერეთ.

ჩოპერში მოათავსეთ ფირფიტისთვის საჭირო ინგრედიენტები და დააქუცმაცეთ. გააგრძელეთ მორევა ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

მაგიდაზე გაშალეთ სამზარეულოს ცელოფანი და ზედ გადაიტანეთ რულეტის ფირფიტის მასა. ხელით გასწიეთ და მიეცით მართკუთხედის ფორმა. გადაანაწილეთ კრემი და გადაახვიეთ. შეინახეთ მაცივარში რამდენიმე საათით (სასურველია მთელი ღამით).

მეორე დღეს მორთეთ შაქრის პუდრით ან გამდნარი შოკოლადით.

frenis kompensacia
frenis kompensacia