მუხა -ნატურალური წამალი, რომელიც უარყოფილია! ჩემი ოჯახი ავად ხდება! ეს ამ ძლიერი ანტიბიოტიკის დამსახურებაა!

669

მუხა -ნატურალური წამალი, რომელიც უარყოფილია! ჩემი ოჯახი ავად ხდება! ეს ამ ძლიერი ანტიბიოტიკის დამსახურებაა!

მუხის მშრალი ქერქი – Кора дуба – Quercus cortex. მუხა არის ფოთოლმცვენი ხე. მისი სიმაღლე აღწევს 40 მეტრს, ქართული მუხის სიმაღლე მერყეობს 18–25 მტრამდე. აქვს კარგად განვითარებული სფეროსებრი ფორმა. გავრცელებულია მთელი საქართველოს მასშტაბით. სამკურნალოდ გამოიყენება მისი ქერქი და ფოთლები. უფრო ხშირად იყენებენ მის ქერქს. ქერქი მოცლილი უნდა იყოს მცენარის ახალგაზრდა ტოტებიდან რადგან ამ დროს ქერქში უხვად არის საკვები და სამკურნალო ნივთიერებები. ნაყოფი (რკო) არ გმოიყენება ადამიანების საკვებად რადგან ადამიანისთვის ის მომწამლავია.

შემადგენლობა

მუხის ქერქის შემადგენლბაში შედის: კატეხინები, სახამებელი, ცხიმი, შაქარი, ცილები, მთრიმლავი ნივთიერებები, ორგანული მჟავები, ლაბი და ა.შ.

გამოყენება

მუხა მიეკუთვნება სამკურნალო მცენარეებს. მისი ქერქი და ფოთლები უკვე დიდი ხანია ცნობილია თავისი სამკურნალო თვისებებით. ქერქი და ფოთლები გამოიყენება როგორც პირდაპირი სახით, ასევე სხვა მცენარეებთან კომბინაციაში რაც ძალიან კარგ შედეგებს იძლევა.

მუხის ქერქი გამოიყენება ისეთი დაავადებების დროს როგორიც არის:

  • სასუნთქი გზების ანთება.
  • შარდგამტარი გზების ანთება.
  • ფაღარათი, დეზინტერია – აქვს შემკვრელი მოქმედება.
  • კუჭ–ნაწლავის კატარი.
  • პირის ღრუ – გინგივიტი, ამფოდენტოზი, სტომატიტი, პირიდან ცუდი სუნი.
  • ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.
  • ანტი პარაზიტული და ჭიების საწინააღმდეგო.
  • დამამშვიდებელი.
  • სისხლაღმდგენი.
  • ჩირქოვანი ჭრილობები.
  • ძნელად შეხორცებადი ჭრილობები.
  • ფეხის ოფლიანობა.
  • სველი ეგზემა.
  • სისხლმდენი ბუასილი.
  • ვაგინალური ანთება (თეთრად შლა).
  • დამწვრობა.
  • ანგინა სტომატიტი.
რეცეპტები

მუხის ქერქის ნახარში – გარეგანი გამოყენებისთვის

40 გრ. მშრალ დაქუცმაცებულ ნედლეულს დაასხით 1.5 ჩ.ჭ. (300 მლ) მდუღარე წყალი. ადუღეთ ნელ ცეცხლზე 30 წუთი. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და ასე გააჩერეთ 2 საათი.

მიღებული ნახარში შეგიძლიათ გამოიყენოთ:

  • საფენების დასადებად – დამწვრობის და ეგზემის დროს.
  • აბაზანებისთვის – სისხლმდენი ბუასილის და ფეხის ოფლიანობის დროს.
  • მოსაბანად – ჭრილობების და წყლულების დროს.

მუხის ქერქის ნახარში შინაგანი მიღებისთვის

20 გრ მშრალ დაქუცმაცებულ ქერქს დაასხით 200 მლ ოთახის ტემპერატურის წყალი. დააფარეთ სახურავი და გააცხელეთ მდუღარე წყლის აბაზანაზე 30 წთ. ხშირად ურიეთ. შემდეგ გადმოდგით და 10 წუთის შემფეგ გადაწურეთ და დაამატეთ წყალი საწყის მოცულობამდე. მიიღეთ 100 მლ 2–3 ჯერ დღეში: ფაღარათის, კუჭ–ნაწლავიდან სისხლდენის და გასტრიტის დროს. გამოივლეთ პირში და ყელში: ანგინის და სტომატიტის დროს.

frenis kompensacia
frenis kompensacia