პონჩიკის გემო ერთი – ერთში, როგორც ბავშვობაში! ბებოს წიგნაკში აღმოვაშინე ჰაეროვანი და გემრიელი რეცეპტი! დაგემოვნების შემდეგ ჩემი შვილები ყოველდღე მთხოვენ მომზადებას!

7000

პონჩიკის გემო ერთი – ერთში, როგორც ბავშვობაში! ბებოს წიგნაკში აღმოვაშინე ჰაეროვანი და გემრიელი რეცეპტი! დაგემოვნების შემდეგ ჩემი შვილები ყოველდღე მთხოვენ მომზადებას!

ალბათ ყველას ახლოს ჩვენს ბავშობაში სახლში გვიმზადებნენ პონჩიკებს, რომლის გემო მართლაც დაუვიწყარია. გავიზარდე და წლების განმავლობაში ვეძებდი იმ რეცეპტს, რომ ბავშვობის გემო მეგრძნო. სადაც კი შევიძინე არცერთი არ იყო ასეთი ჰაეროვანი და გემრიელი. როგორც იქნა სრულიად შემთხვევით ბებოს წიგნაკში ვიპოვე ეს საოცრება! სახლში როდესაც გავაკეთე და ჩემმა შვილებმა დააგემოვნეს აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ და მას შემდეგ თითქმის ყოველდღე მიწევს გაკეთება მათი თხოვნით.

უგემრიელესი და ჰაეროვანი პონჩიკების რეცეპტი

საჭირო ინგრედიენტები:

კრემი:

  • რძე – 250.00 მლ
  • ვანილი
  • შაქარი
  • სახამებელი ან ფქვილი
  • კვერცხი

ცომი:

  • ფქვილი
  • კვერცხი
  • საფუარი
  • შაქარი
  • ზეთი
  • რძე
  • მარილი

მომზადების წესი:

ფქვილი გავცრათ, შევურიოთ საფუარი, შაქარი, მარილი. შემდეგ დავამატოთ კვერცხი, ზეთი და თბილი რძე. მოვზილოთ ცომი. დავდგათ თბილ ადგილას ასაფუებლად.

სანამ გაფუვდება, მოვამზადოთ კრემი:

რძის სამი მეოთხედი ნაწილი წამოვადუღოთ შაქართან ერთად. დანარჩენი რძე დავამატოთ კვერცხს და შევურიოთ ფქვილი. კარგად გავხსნათ. შემდეგ კვერცხიან მასაში წვრილ ზოლად ჩავასხათ ადუღებული ცხელი რძე, თან ვურიოთ. დავდგათ ცეცხლზე და ვხარშოთ შესქელებამდე. დავამატოთ ვანილი და გავაციოთ.

ქვაბში ჩავასხათ ზეთი და საშუალო ცეცხლზე კარგად გავაცხელოთ. ცომი გავყოთ კვერცხისხელა გუნდებათ, გავაბრტყელოთ და გულში ჩავუდოთ კრემი. მოვუკრათ თავი და შევწვათ ცხელ ზეთში ორივე მხრიდან. მზა ფუნთუშები ქაღალდის ხელსახოცზე გადავიტანოთ, რომ ზედმეტი ცხიმი არ აჰყვეს. ცხელსვე მოვაყაროთ შაქრის პუდრა. თუ კრემში დაახლოებით 60 გ გამდნარ თეთრ შოკოლადს შევურევთ, კიდევ უფრო გემრიელი იქნება.

პონჩიკების გულსართი შეგიძლიათ სურვილისამებრ შეცვალოთ და კრემის ნაცვლად გაუკეთოთ ჯემი, ნუტელა, ან თქვენ რასაც მოისურვებთ. გემრიელად მიირთვით!

Facebook კომენტარები