როგორ შევაჩეროთ სისხლდენა სულ რაღაც  5 წამში? დაგეხმარებათ სანელებელი, რომელიც ყველას გაქვთ სამზარეულოში!

279

როგორ შევაჩეროთ სისხლდენა სულ რაღაც  5 წამში? დაგეხმარებათ სანელებელი, რომელიც ყველას გაქვთ სამზარეულოში!

არიან ადამიანები, სისხლის დანახვაზე გული რომ მისდით. თუ მათ რიცხვს არ ეკუთვნით, მაშინ აუცილებლად უნდა იცოდეთ, როგორ შეაჩეროთ სისხლდენა. მერწმუნეთ, ეს ცოდნა არა მხოლოდ განსაკუთრებული შემთხვევის ადგილას, არამედ საკუთარ ოჯახშიც გამოგადგებათ.

სისხლდენა გარეგანიც შეიძლება იყოს და შინაგანიც. ჩვენ მხოლოდ გარეგანი სისხლდენის შეჩერება შეგვიძლია. შინაგანი სისხლდენის პრეჰოსპიტალურ ეტაპზე შეჩერება შეუძლებელია, ის სტაციონარში დაუყოვნებლივ გადაყვანას და ოპერაციულ ჩარევას მოითხოვს.

განასხვავებენ სისხლდენის სამ სახეობას:

 არტერიულ სისხლდენას ახასიათებს ჭრილობიდან სისხლის მოპულსირე დენა; სისხლი ჟანგბადით არის მდიდარი და ღია ალისფერია.

ვენური სისხლდენისას ჭრილობიდან სისხლი მდორედ და თანაბარ ნაკადად მოედინება; მუქი ალუბლისფერია, რადგან მასში მეტია ნახშირორჟანგი.

კაპილარული სისხლდენისას წვრილი კალიბრის სისხლძარღვებია დაზიანებული.

ხშირია შემთხვევები, როდესაც რაიმეს ამზადებთ და უეცრად იჭრით ხელს. ჭრილობას მაშინვე იბანთ, იმუშავებთ, თუმცა სისხლდენა არ ჩერდება. ასეთ დროს ხალხური მედიცინა გთავაზობთ საუკეთესო დამხმარე საშუალებას.

Ამ შემთხვევაში მთავარი საიდუმლო ინგრედიენტია კაიენის წიწაკა. დიახ, ამ კონკრეტულ სუნელს შეუძლია სისხლდენის შეჩერება წამებში.

ჭრილობის თავზე დაიყარეთკაენის წიწაკა და სიახლდენა წამებში შეჩერდება. ფაქტია, რომ ეს პროდუქტი, რომელიც ფართოდ გამოიყენება მრავალი დაავადების სამკურნალოდ, შეიცავს დიდი რაოდენობით K ვიტამინს და ის ხელს უწყობს სისხლის სწრაფ შედედებას.

ამ სანელებლის დახმარებით თქვენ ასევე შეგიძლიათ სწრაფად შეაჩეროთ  ცხვირის ძლიერი სისხლდენა. ჟღერს, რა თქმა უნდა, ძალიან უცნაურად. მაგრამ ამ მეთოდს ბევრი იყენებს.

მთავარი წესი:  გამოიჩინეთ სიფრთხილე და არ გამოიყენოთ ბევრი  წიწაკა, რათა არ დაწვათ ცხვირის ლორწოვანი გარსი.

წითელი წიწაკის ფარმაკოლოგიური თვისებები

წითელი წიწაკა ეხმარება ორგანიზმს მძიმე საკვების მონელებაში. თუ ხორციანი კერძის მომზადების დროს, მზარეული შეანელებს მას წიწაკით ასეთი საკვები ხდება უფრო მსუბუქი, რაც მთავარია კერძის კალორიულობა თითქმის ნახევრდება. ასე, რომ ვინც უფრთხილდება თავის ფიგურას, ეს სუნელი დაეხმარება მათ, მიირთვან გემრიელი კერძები ისე, რომ არ მიიღონ ზედმეტი კალორიები.

ასევე ის კარგად მოქმედებს ნაწლავებზე და ხელს უწყობს მათ კარგ და სრულფასოვან მუშაობას. მისი გამოყენება ორგანიზმს ეხმარება გინეკოლოგიურ დაავადებებთან ბრძოლაში, აწესრიგებს მენსტრუალურ ციკლს და ეხმარება საკვეცხეებს პოტენციალის რეგულაციაში.

ვინც ცდილობს დაიკლოს წონაში წითელი წიწაკა ჩილი კარგ დახმარებას გაუწევს. ორგანიზმს ეხმარება ნივთიერებათა ცვლაში რაც ხელს უშლის ცხიმების დაგროვებას. ხელს უწყობს ქოლესტერინის კლებას სისხლში. ასევე ორგანიზმს ეხმარება საჭმლის კარგად მონელებაში, რაც ხელს უწყობს ნაწლავების გამართულ მუშაობას.

მისი გამოყენება კოსმეტოლოგიაშიც მიზანშეწონილია. მაგალითად ის აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას ფრჩხილების არეში, რაც ხელს უწყობს ლამაზი და ძლიერი ფრჩხილების სწრაფ ზრდას. გარდა ფრჩხილებისა ის აჩქარებს თმების ზრდასაც.

წიწაკის დადებითი ზეგავლენის მისაღებად, საკმარისია მისი გამოყენება საკვებში. დიდი დოზებით მისი მიღება არ შეიძლება.

frenis kompensacia
frenis kompensacia