ბებიაჩემი უკვე 80 წლისაა და არასდროს დაუწუწუნია სახსრების ტკივილზე. აი რას აკეთებს ამისთვის!

16154

ბებიაჩემი უკვე 80 წლისაა და არასდროს დაუწუწუნია სახსრების ტკივილზე. აი რას აკეთებს ამისთვის! 

სახსრების ტკივილი რევმატულ დარღვევებს მიეკუთვნება. ამ ტიპის დარღვევების დროს ზიანდება საყრდენ-მამოძრავებელი აპარატი: სახსრები, ძვლები, კუნთები. ტკივილი სხვადასხვა ასაკში ვითარდება, თუმცა ქალებში უფრო ხშირია, ვიდრე მამაკაცებში და უმეტესად ასაკოვანთა ხვედრია. სახსრების ტკივილი ზოგჯერ აუტანელი ხდება. ის უამრავი უსიამოვნების მომტანია და იწვევს არა მარტო ფიზიკური შრომის უნარის მოშლას, არამედ გონებრივ პროცესებზე კონცენტრირების საშუალებასაც ართმევს ადამიანს.

სახსრების ტკივილი გადაუდებელ მკურნალობას მოითხოვს. თუ შეგრძნება ძლიერი და ხანგრძლივია (კვირაზე მეტხანს გრძელდება), ერთვის შეშუპება, სახსრის მიდამოს სიწითლე, ადგილობრივად ტემპერატურის მომატება, აუცილებელია, მიმართოთ ექიმს. ტკივილის განვითარების ყველაზე ხშირი, მაგრამ არა ერთადერთი მიზეზია სახსრის ტრავმა. ჯანმრთელმა სახსარმა ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება უსიამოვნო ტკივილით შეგვახსენოს თავი.

მაშინაც კი, როდესაც დისკომფორტისა და ტკივილის მიზეზები დადგენილია და გადაწყვეტილი გაქვთ, სერიოზულად მოჰკიდოთ ხელი მკურნალობას, ექიმთან ვიზიტი შესაძლოა განუსაზღვრელი ხნით გადაიდოს სამსახურის, ოჯახური თუ სხვა პრობლემების გამო, ამ ხნის განმავლობაში კი ტკივილი უფრო და უფრო ძლიერდება.

სახსრის დაავადებების ძირითადი  სიმპტომებია:

  • ტკივილი;
  • დეფორმაცია;
  • საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის  ფუნქციის მოშლა;
  • პათოლოგიური მოტეხილობა;
  • სახსრის ირგვლივი რბილი ქსოვილების რეაქცია.

სახსრის ტკივილის დროს ყურადღება უნდა მიექცეს მის ხასიათს, მიმდინარეობას და მოძრაობასთან კავშირს. არსებობს დაავადებები, როდესაც ტკივილი მოძრაობის დროს აღინიშნება და მოსვენებისას ცხრება. ხშირად ტკივილი არ ემთხვევა პათოლოგიური პროცესის ლოკალიზაციას. ავადმყოფებს, რომელთაც აქვთ კოქსართროზი ან ბარძაყის ძვლის თავის ასეპტიკური ნეკროზი, ტკივილი მოძრაობისას აწუხებთ. ფესვობრივი სინდრომის დროს ტკივილი უმთავრესად მოსვენებისას ვლინდება.

ერთ მშვენიერ დღეს ბებიამ გამიზიარა თავისი გასაოცარი რეცეპტის შესახებ. უკვე არც მე ვარ პატარა და რომ შემაწუხა სახსრებმა მაშინვე გადავწყვიტე მომემზადებინა ეს წამალი. 4 დღე რომ გამოვიდა, სულ დამავიწყდა რა იყო სახსრების ტკივილი.

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 300 გრ სპირტი
  • 1 ბოთლი ქაფურის სპირტი (10 მლ)
  • 1 ბოთლი იოდი (10 მლ)
  • 10 ტაბლეტი ანალგინი.

შეურიეთ ეს ინგრედიენტები, შეინახეთ ბნელ ადგილას 21 დღის განმავლობაში. ღამით, ძილის წინ კარგად შეიზილეთ, გარეთან ცელოფანი შემოახვიეთ და შალის ნაჭერი. ასე განაგრძეთ მანამ სანამ ტკივილი არ გაქრება. მე 4 დღეში მიშველა. 5 დღის შემდეგ საჭიროა შესვენება და მერე ისევ გააგრძელეთ თუ ტკივილი გაგიგრძელდებათ.

frenis kompensacia
frenis kompensacia