ფეხის ოფლიანობა ბევრი მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული… მისი აღმოსაფხვრელი ბევრი საშუალებაც არსებობს, მათ შორის, სპეციალური კრემები და ტალკები.
თუმცა, არსებობს ბუნებრივი და ძალიან ეფექტური საშუალება ფეხის ოფლიანობის სამკურნალოდ.
კაკლის უღლის ნაყენი ფეხის ოფლიანობის წინააღმდეგ:
დააქუცმაცეთ კაკლის უღელი (ტიხრები), დაასხით მდუღარე წყალი (2 ს/კ 1 ჭიქა წყალზე), გააჩერეთ 30 წუთი. ტაშტში ჩაასხით თბილი წყალი, დაუმატეთ ნაყენი და ჩაყავით ფეხები (20 წთ).
თუ ამ პროცედურას კვირაში 2-3-ჯერ ჩაიტარებთ, ფეხის ოფლიანობას მალე სამუდამოდ დაივიწყებთ.