ჩასანიშნი! თუ გსურთ ხშირი და გრძელი თმა მაშინ, დღესვე უნდა დაიწყოთ ამ ნიღბის მომზადება!

887

ჩასანიშნი! თუ გსურთ ხშირი და გრძელი თმა მაშინ, დღესვე უნდა დაიწყოთ ამ ნიღბის მომზადება!

თმის სილამაზეს მხოლოდ შამპუნები და თმის მოვლის სხვა საშუალებები არ განაპირობებს. გთავაზობთ, იმ 10 რჩევას, რომელთა გათვალისწინებით თქვენს თმას ჯანმრთელობას შეუნარჩუნებთ.

რეგულარულად მოიჭერით თმის ბოლოები: თმის გაზრდის მიზნით სალონისათვის თავის არიდება ცუდ შედეგებამდე მიგიყვანთ. როდესაც თმა შრება და გაყოფას იწყებს, ზრდა ისედაც ფერხდება. ამიტომ, სტილისტების რჩევით, თუ ჯანსაღი თმა გსურთ, ბოლოები 6-8 კვირაში ერთხელ უნდა მოიჭრათ.

პერიოდულად დაასვენეთ თმა: მიეცით თქვენს თმას უფლება, რომ კვირაში ერთი დღე მაინც დაისვენოს და შემსუბუქდეს. ნუ წაისვამთ ნურაფერს, ნუ მიიკარებთ ფენს, მოერიდეთ სალონს და არ შეიკრათ თმა, რომ მისი ძირები ზედმეტად არ დაიჭიმოს.

მოუარეთ თავის ქალას: თუ თავის ქალა გექავებათ ან კანი გამოგიშრათ, აუცილებლად მიმართეთ დერმატოლოგს და ჩაიტარეთ სამკურნალო პროცედურები. ჯანსაღი თმის შესანარჩუნებლად თავის ქალის მოვლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

იკვებეთ სწორად: თქვენი თმა კერატინიზებული პროტეინია. შესაბამისად, პროტეინის შემცველი მკვებავების მიღება აუცილებელია მისი ჯანმრთელობისთვის. თმის ენერგიის კიდევ ერთ წყაროს რკინა წარმოადგენს. სწორედ რკინის დეფიციტია ქალებში თმის ცვენის გამომწვევი მთავარი მიზეზი.

მოერიდეთ მზეს: მზე თქვენს თმას ახუნებს და აშრობს. იმისათვის, რომ მავნე ზემოქმედებისაგან დაიცვათ, თმა მზეზე დიდხანს არ გააჩეროთ და, შეძლებისდაგვარად, ატარეთ ქუდი.

დღეს გიამბობთ, რამდენად მარტივია ალოე ვერას თმის ნიღბის მომზადება. ეს თმის ნიღაბი ძალიან სასარგებლოა, ხელს უწყობს თმის ზრდას, ატენიანებს თმას, ხსნის თავის კანის ქავილს, ამცირებს ქერტლს და აძლიერებს ძირებს.

ინგრედიენტები, რომლებიც დაგჭირდებათ: 

  • 3 სუფრის კოვზი ალოე ვერას გელი
  • 1 კვერცხი
  • 3 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი

მომზადება:

დაამატეთ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ინგრედიენტი სუფთა თასში და კარგად აურიეთ. ალოე ვერას ნიღაბი მზად არის გამოსაყენებლად. წაისვით ეს ნაზავი თმის ღერებზე ძირიდან წვერამდე და შემდეგ შეიზილეთ 10 წუთის განმავლობაში თითის წვერებით.  გაიჩერეთ 30 წუთის განმავლობაში, ახლა დაიბანეთ თმა მცენარეული/ორგანული/  შამპუნით და კონდიციონერით. გამოიყენეთ ეს ნიღაბი კვირაში ორჯერ საუკეთესო შედეგისთვის, პირველი გამოყენების შემდეგ მყისიერ ცვლილებას დაინახავთ.

frenis kompensacia
frenis kompensacia