ერთი კვირის წინ მდუღარე წყლით დამეწვა ფეხი, ბებომ მაშინვე თავისი მომზადებული მალამო წამისვა და შედეგმაც არ დააყონა, დღეს არაფერი მეტყობა! ჩაინიშნეთ რეცეპტი!

1126

ერთი კვირის წინ მდუღარე წყლით დამეწვა ფეხი, ბებომ მაშინვე თავისი მომზადებული მალამო წამისვა და შედეგმაც არ დააყონა, დღეს არაფერი მეტყობა! ჩაინიშნეთ რეცეპტი!

დამწვრობას ცეცხლის ალიც იწვევს, ცხელი წყალიც, ორთქლიც და გავარვარებული საგნებიც. ამ და მსგავსი მიზეზებით გამოწვეულ დამწვრობას თერმულს უწოდებენ და დამწვრობათა შორის ყველაზე ხშირია.

ჩვენს ქსოვილებზე ასეთივე ზემოქმედება შეუძლია ზოგიერთ ქიმიურ ნივთიერებას, ელექტროდენსა და მაიონიზებელ რადიაციას, მაგრამ ყოველ მათგანზე დაწვრილებით საუბარი შორს წაგვიყვანს, ამიტომ მოდი, თერმული დამწვრობებით შემოვიფარგლოთ.

რამდენად მძიმე დარტყმას მიაყენებს დამწვრობა ჩვენს ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, მის ხარისხსა და ფართობზეა დამოკიდებული.

ერთი კვირის წინ მდუღარე წყლით სავსე ქვაბი გადმომიბრუნდა და წყალი ფეხზე გადამესხა. ტკივილზე მეტად ის მადარდებდა, რომ ფეხებზე ნაწიბურები დამეტყობოდა, მაგრამ ბებომ სათუთად შენახული მალამო გადმოიღო, წამისვა და თან დამამშვიდა, აი, ნახავ, რამდენიმე კვირაში დამწვრობის ნასახიც აღარ დარჩებაო.

მალამომ ტკივილი მაშინვე დამიამა, ორ თვეში კი კანზე უმნიშვნელო ნაწიბურიც აღარ მქონდა.

გთავაზობთ ამ სასწაულმოქმედი მალამოს რეცეპტს.  ის ბებიასთვის თავის ბებიას უსწავლებია, რომელსაც თურმე უამრავი ხალხი მოურჩენია ამ მალამოთი.

ჭინჭრის ფოთლების ნახარშს შეურიეთ 100 გრამი ნაძვის წიწვი, 100 გრამი თაფლის სანთელი და ადუღეთ.

მალამოს წასმამდე დამწვარი ადგილი მოიწმინდეთ კირიანი წყლით (1 სადილის კოვზი დამწვარი კირი 1 ლიტრ წყალზე). შემდეგ ჭრილობაზე დაიფინეთ მალამოთი გაჟღენთილი საფენი.

ყველაზე მძიმე დამწვრობის დროსაც კი მტკივნეული შეგრძნებები 3-5 საფენის დადების შემდეგ ქრება. ვიდრე ნაწიბური არ გაიწოვება, მალამო ყოველდღე უნდა ისვათ.

აკრძალულია: 

  • არ წაისვათ ზეთი, კარაქი, ცხიმოვან ფუძეზე მომზადებული მალამო – მსგავსი საშუალებები ჭრილობაში ტენს აკავებს და ბაქტერიებს სათბურის პირობებს უქმნის.
  • არ გახეთქოთ დამწვრობაზე გაჩენილი ბუშტუკები.
  • არ გამოიყენოთ ყინული ან ყინულივით ცივი წყალი მეორე ხარისხის დამწვრობის დროს.

მესამე ხარისხის დამწვრობისას, სიტუაციის სიმძიმიდან გამომდინარე, თვითშემოქმედება, რბილად რომ ვთქვათ, საკუთარი თავის მტრობაა. პირდაპირ ექიმს ან დამწვრობის ცენტრს მიაშურეთ, მანამდე კი შეგიძლიათ, დამწვარ არეზე ფიზიოლოგიურ ხსნარში დასველებული სტერილური დოლბანდი გადაიფაროთ (გზაში საფენი დროდადრო ამავე ხსნარით დაასველეთ, რომ არ გამოშრეს).

Facebook კომენტარები