სახსრების ტკივილის დროს თქვენ შეგიძლიათ მრავალი ქიმიური საშუალებით იმკურნალოთ, მაგრამ ჩვენ გირჩევთ, რომ ამ ნატურალური პროდუქტებით იმკურნალოთ, რომლისგან შედეგს მალევე ნახავთ.
ანანასის წვენი
ანანასი მდიდარია ბრომელინით, რომელიც იმაზე მიგვანიშნებს, რომ ხილის ამ სახეობას ანთების საწინააღმდეგო ეფექტი აქვს. ის ეფექტურად მკურნალობს ართრიტს. ანანასის შემადგენლობაში არსებული ვიტამინები ძვლებს ამაგრებს და ორგანიზმს ენერგიით ავსებს. ყოველ დღე მიიღეთ 300 გრ. ანანასის წვენი.
ალუბლის წვენი
ალუბალი ანანასის მსგავსად ანთების საწინააღმდეგო ეფექტით გამოირჩევა. მასში არის ბეტა კაროტინი, რომელიც ეფექტურია რევმატოიდული ართრიტის მკურნალობის დროს. მიიღეთ ყოველ დღე თითო ჭიქა ალუბლის წვენი.
კარტოფილის წვენი
კარტოფილი მდიდარია იმ მინერალებით და ვიტამინებით, რომლებიც უზრუნველყოფს ანთების წინააღმდეგ ეფექტურ მოქმედებას. აიღეთ საშუალო ზომის კარტოფილი გაფცქვენით და წვენი გამოწურეთ. გააჩერეთ წვენი მთელი ღამით და დილით საუზმემდე მიიღეთ.