როგორ ვებრძოლოთ გულძმარვას? ყველაზე ეფექტური და საჭირო რჩევები

2088
მწვანე ბარათის შევსება
მწვანე ბარათის შევსება

გულძმარვა– პრობლემა რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს. მაგრამ როგორ ავიცილოთ თავიდან ეს უსიამოვნო შეგრძნება?

მიირთვით შავი ძირტკბილა

ის ძალიან ეფექტურია კუჭის წყლულის, გულძმარვის დროს.

დალიეთ ალოე ვერას წვენი

შეგიძლიათ ის წვენს, ან წყალს შეურიოთ და მიირთვათ.

არ დაწვეთ საკვების მიღების შემდეგ

WebMD–ზე დაყრდნობით, დაწოლამდე 2–3 საათით ადრე უნდა ჭამოთ.

საკვები სოდა

ეს მეთოდი საკმაოდ ეფექტურია, მაგრამ პროცედურის ხშირად ჩატარება რეკომენდირებული არ არის– ამ შემთხვევაში ის გულისრევის შეგრძნებას იწვევს. უბრალოდ შეურიეთ ცოტა სოდა 1 ჭიქა წყალს და დალიეთ.

ვარჯიში

WebMD–ზე დაყრდნობით, თუ გინდათ ამ პრობლემის შესახებ დაივიწყოთ, საკვების მიღების შემდეგ ვარჯიშამდე 2 საათი უნდა გავიდეს.

კოჭა

შეგიძლიათ ის ჩაიში, ან საკვებში დაამატოთ. ეს გულძმარვასთან ბრძოლის დროს საკმაოდ ეფექტური საშუალებაა. კოჭას ანთების საწინააღმდეგო თვისებები აქვს და მას იყენებდნენ კუჭ–ნაწლავის ტრაქტის დაავადებების მკურნალობის დროს.

“სწორი” საკვები

გულძმარვას იწვევენ:
ციტრუსები;
კოლა, ყავა და სხვა სასმელი, რომელიც კოფეინს შეიცავს;
ღვინო, ლუდი, ლიქიორი;
გაზიანი სასმელები;
ცხარე კერძები;
პომიდორი, ნიორი, ხახვი;
პიტნა;
შოკოლადი.

ნელა ჭამეთ

ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

frenis kompensacia
frenis kompensacia