აი როგორ უნდა გამოვიყენოთ ლიმონი წინდაში დახეთქილი ქუსლების მოსაშუშებლად სულ რაღაც ერთ ღამეში!
ქუსლების დახეთქვა ქვედა კიდურების ერთ-ერთი იმ პრობლემათაგანია, რომლებიც ხანგრძლივ და სერიოზულ უსიამოვნებებს უდებს სათავეს.ქუსლებზე ნახეთქების გაჩენისას ადამიანი განიცდის დისკომფორტს, მჭრელ და მჩხვლეტ ტკივილს, ქუსლები ისე ეწვის, თითქოს გახურებულ ქვიშაზე იდგეს, კანი უუხეშდება და უსქელდება, საგულდაგულო დათვალიერებისას კარგად ჩანს თავდაპირველად წვრილი, მოკლე ბზარები, რომლებიც შემდეგ გრძელდება და ღრმა ნახეთქებად იქცევა. როგორ ვუშველოთ თავს? ვიდრე ამაზე ვისაუბრებდეთ, მოდი გავარკვიოთ, რა იწვევს ქუსლების დახეთქვას.ქუსლების დახეთქვას მექანიკური და ბიოქიმიური ფაქტორები განაპირობებს.
მექანიკურ მიზეზებს შორის აღსანიშნავია კანის საფარველის მექანიკურად დამაზიანებელი ფაქტორები:
- ტრავმები, მოუხერხებელი, მჭიდრო ფეხსაცმელი;
- სინთეზური ქსოვილის წინდები;
- ტერფის დეფორმაცია, ბრტყელტერფიანობა;
- კანის ძლიერი სიმშრალე, როდესაც გარემო ფაქტორთა გავლენით ირღვევა კანის ზედა შრის მთლიანობა და მიკროორგანიზმებისთვის კანის ღრმა შრეებში შესაღწევი კარიბჭე იღება.
ბიოქიმიური მიზეზებია:
- ცილოვანი დაAამინომჟავური ცვლის დარღვევა, ზოგიერთი ფერმენტის აქტივობის დაქვეითება, A და E ვიტამინების უკმარისობა;
- ენდოკრინოპათიები: ფარისებრი ჯირკვლის დაავადებანი, შაქრიანი დიაბეტი და სხვა ჰორმონული დარღვევები.
ნახეთქები შესაძლოა ისეთი დაავადებების გამოვლინებაც იყოს, როგორიც არის სოკოვანი ინფექცია, ფსორიაზი, ეგზემა, ნეიროდერმიტი და რიგი დერმატოლოგიური დაავადება.
გაეცანით ჩვენს შემოთავაზებულ რეცეფტს, რომელიც უმოკლეს დროში აღადგენს დამსკდარ ქუსლებს.
მაშ ასე, საჭირო ინგრედიენტები:
- სპირტი 100 მლ
- ასპირინი 5-10 ტაბლეტი
- კურკუმა 15 გრ
ჩაასხით სპირტი პლასტმასის ჭურჭელში, დაამატეთ ასპირინის ფხვნილი და კურკუმა. დატოვეთ ინფუზია 1 დღის განმავლობაში.
როგორ გამოვიყენოთ:
პროცედურა კეთდება ღამით. წაისვით შემადგენლობა სუფთა ფეხებზე, გააკეთეთ მასაჟის მოძრაობები, შემდეგ კი შეიხვიეთ ფეხები თხელი ქსოვილით. საუკეთესო ეფექტის მისაღწევად რეკომენდებულია წინდების ჩაცმაც. დილით დაიბანეთ ფეხები.
ერთი (მაქსიმუმ ორი) კვირის შემდეგ დაინახავთ საოცარ შედეგს: ფეხები მკვრივი და ჯანმრთელი იქნება, ბზარების, კანის სიმშრალის და სხვა უსიამოვნო კოსმეტოლოგიური დეფექტების გარეშე.
კიდევ ერთი შესანიშნავი ვარიანტია ლიმონი დამსკდარი ქუსლებისთვის:
რა არის საჭირო:
- თბილი წყალი
- ერთი ჩაის კოვზი ვაზელინი
- სამი ჩაის კოვზი ლიმონის წვენი
ცხელ წყალში ჩაყავით ფეხები 15-20 წუთის განმავლობაში, შემდეგ ამოიღეთ, გაიმშრალეთ და წაისვით ლიმონის წვენი და ვაზელინი. შედეგს დაინახავთ უმოკლეს დროში!