რისთვის ალბობენ თხილეულს გამოცდილი დიახლისები? ამის ცოდნა ყველას გამოგადგებათ!

2624

რისთვის ალბობენ თხილეულს გამოცდილი დიახლისები? ამის ცოდნა ყველას გამოგადგებათ!

კალორიულობის მხრივ, ყველაზე დაბალკალორიული თხილეულში ნუშია, შემდეგ მოსდევს ქეშიუ და ფსტა. შეეცადეთ, რომ ეს თხილეული უმად მიირთვათ, ყოველგვარი ზეთში მოხალვის გარეშე - ასე მათში შენარჩუნდება ომეგა-3 ჯგუფის ცხიმმჟავები, ცილა და უჯრედისი, რომლებიც ადვილად გვანაყრებენ და მადასაც თრგუნავენ.

ჯანმრთელი გულისთვის საუკეთესო ნიგოზია (იცოდით, რომ  14 ლებანი ნიგოზი 185 კალორიას, 18 გრ. ცხიმს და 4 გრ. ცილას უდრის?!) , რომელიც მდიდარია ალფა-ლინოლის მჟავით. რიგი კვლევები ადასტურებენ, რომ ნიგოზი დადებითად აისახება გულის არითმიაზე და ზეითუნის ზეთის მსგავსად, ცხიმიანი საკვების მირთმევის შემდეგ, არტერიებში ოქსიდაციას და ანთებით პროცესს ამცირებენ. ამიტომაც, ექიმები გვირჩევენ დღის განმავლობაში 8 ლებანი ნიგვზის მირთმევას.

მიწისთხილი ყველაზე სასარგებლო თხილია თავის ტვინის ჯანსაღი ფუნქციონირებისთვის - ის დიდი რაოდენობით შეიცავს ფოლიუმის მჟავას, რომელიც ტვინის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თხილის ბევრი სხვა სახეობის მსგავსად, მიწისთხილიც მდიდარია E ვიტამინით და ტვინისთვის მნიშვნელოვანი ჯანსაღი ცხიმებით.  ცნობისთვის, 28 ცალი მიწისთხილი 170 კკალ-ს, 7 გრ. ცილას და 14 გრ.ცხიმს შეიცავს.

კალორიებით შედარებით დიეტური ნუში თხილეულში ყველაზე მდიდარია კალციუმით, რის გამოც ნუში ზოგადი ჯანმრთელობისთვის საუკეთესო არჩევანია. გარდა ამისა, ნუში შეიცავს დიდი რაოდენობით უჯრედისს და E ვიტამინს - ანტიოქსიდანტს, რომელიც საშიში ანთებების და ასაკთან დაკავშირებული ცნობიერების დაქვეითების პრევენციაში ეფექტური დამხმარეა.

ცოტამ თუ იცის, რომ მშრალი თხილი შეიცავს ფერმენტების ინჰიბიტორებს-სპეციალურ ნივთიერებას, რომელიც ანელებს გადამუშავების პროცესს. ყველა აქტიური ნივთიერება ,,იღვიძებს“ თხილის სველ გარემოში მოთავსებისას. ყურადღებით გაეცანით ინფორმაციას და გაითვალისწინეთ!

თხილის სასარგებლო თვისებები

ყველა სახეობის თხილს გააჩნია რიგი სასარგებლო თვისებები ორგანიზმისთვის: ის აუმჯობესებს ტვინის ფუნქციონირებას, ხელს უწყობს გულის გამძლეობას და გამოდევნის ქოლესტერინს. თუმცა, თხილის მოხმარებისას სიფრთხილის ნორმები უნდა დაიცვათ, ნებისმიერი სასარგებლო პროდუქტის დიდი რაოდნეობით მიღება ორგანიზმისთის მომწამვლელი შხამივით არის. იდეალური დღიური დოზა- ერთი მუჭა თხილია.

ყველა თხილი განსაკუთრებულია (თხილისებრთა ოჯახის წამრომადგენლები), აუცილებელია იცოდეთ ისიც, თუ რამდენი ხანი უნდა ჩაალბოთ სითხეში მოხმარებამდე.

  • კაკალი-8 საათით
  • ნუში- 12 საათით
  • მაკადამიას კაკალი-4 საათით
  • კედრის თხილი-8 საათით
  • თხილი-8 საათით
  • მიწისთხილი-1-2 საათით
frenis kompensacia
frenis kompensacia