სახის კანის გაახალგაზრდავება 30 წლით! ეს უკვე შესაძლებელია!

6721

სახის კანის გაახალგაზრდავება 30 წლით! ეს უკვე შესაძლებელია!

არსებობს დღეები, როცა უბრალოდ, აუცილებელია, რომ კარგად გამოვიყურებოდეთ. დამშვიდდით, ნუ აფორიაქდებით და დაიწყეთ…

პირველ რიგში, გაიწმინდეთ სახე რძით ან ლოსიონით. გადაიწიეთ თმა და დაიმაგრეთ, რათა არ შეგიშალოთ ხელი.

დღის ბოლოს განსაკუთრებით შესამჩნევი ხდება თვალისა და ტუჩის ირგვლივ ნაოჭები, მაგრამ არა უშავს. ახლავე გიხსნით ამისგან.

თავდაპირველად ვიკეთებთ გამაცოცხლებელ ნიღაბს კვერცხის ცილისგან. ათქვიფეთ 1 კვერცხის ცილა (გული არ გადააგდოთ, გამოგადგებათ), დაუმატეთ 10-12 წვეთი ლიმონის წვენი. მიღებული ბეზე დაიდეთ სახეზე და აცადეთ, რომ კარგად შეგაშრეთ (2-3 წუთი დასჭირდება). ახლა კარგად ჩამოიბანეთ თბილი წყლით. კვერცხის ცილისა და ლიმონის წვენის ზემოქმედებით კანი გამკვრივდება.

შემდეგი ეტაპი – დამჭიმავი ნიღაბი კვერცხის გულისგან. შენახულ კვერცხის გულს დაუმატეთ 8-15 წვეთი მცენარეული ზეთი და 2 წვეთი ლიმონის წვენი. კარგი იქნება, ნიღბის დადებამდე გაიკეთოთ თბილი კომპრესი (დაიფინოთ 2-3 წუთი ცხელ წყალში დასველებული და კარგად გაწურული პირსახოცი), შემდეგ კი წაისვათ მომზადებული კვერცხის გულის ნიღაბი ფუნჯით. 15 წუთში ჩამოიბანეთ ნიღაბი თბილი წყლით.

ცხიმიანი კანისა და გაფართოებული ფორების შემთხვევაში, სასურველია საფუვრის ნიღბის გაკეთებაც, რაც კარგად გაასუფთავებს ფორებს. მშრალი საფუარი გახსენით მაწონში ერთგვაროვანი მასის მიღებამდე და წაისვით სახეზე. განსაკუთრებით, იმ ადგილებზე, სადაც გამონაყარი გაქვთ. 15 წუთში ნიღაბი გაშრება და გამკვრივდება. დაიჭირეთ თითის ბალიშები სახეზე და ძლიერი წრიული მოძრაობებით ჩამოიშორეთ სახიდან ნიღაბი.

ახლა თქვენი სახის კანი შესამჩნევად სუფთაა. გაიკეთეთ კიდევ ერთი ცხელი კომპრესი პირსახოცით, შემდეგ შეისხით სახეზე გრილი წყალი, შეიმშრალეთ და წაისვით მკვებავი. მთელი პროცედურა 40 წუთს წაგართმევთ + 15 წუთი პროცედურის მზადებისთვის და კიდევ 5 წუთი ნახევრად უხეში ჯაგრისით სახის მასაჟისთვის. ასე სისხლის მოძრაობა გააქტიურდება და კანს სასიამოვნო ფერს მისცემს.

თავს უკვე შესანიშნავად გრძნობთ, თითქოს ერთი ხელის მოსმით 15 წელი ჩამოიშორეთ.

დაბოლოს – 20 წუთი დასვენებისთვის. ნახევრად ბნელ ოთახში წამოწექით და სრულიად მოეშვით, არაფერზე იფიქროთ. თვალებზე დაიფინეთ ჩაიში დასველებული ბამბის ტამპონები. შედეგად თვალები – მოელვარე, ხოლო კანი მბზინავი, ახალგაზრდა და უნაკლო გექნებათ.

Facebook კომენტარები