დღესვე გადადით კუპრის საპონზე! 5 დაავადება, რომელსაც მხოლოდ ამით ვუმკლავდები!

41252

დღესვე გადადით კუპრის საპონზე! 5 დაავადება, რომელსაც მხოლოდ ამით ვუმკლავდები!

კუპრის საპონი გამონაყარისთვის ყველაზე ეფექტური საშუალებაა. კუპრი, რომელიც შედის საპნის შემადგენლობაში, ხასიათდება ანთების საწინაააღმდეგო მოქმედებით. საპონი გამოიყენება ფსორიაზის, ქერტლის, ლიქენის და ბევრი სხვა დაავადების დროს;

საპონი გამოიყენება ეგზემის, დერმატომიკოზების, ფურუნკულოზის, მუნის, ნეიროდერმიტის, პიოდერმიის, სებორეის, კანის ქავილის დროს.

კარგი ეფექტი აქვს ნაწოლების დროს, სასარგებლოა როგორც დამწვრობის, ისე მოყინვის დროს. ამ საპნით მკურნალობენ ღია ჭრილობაში მოხვედრილ ინფექციას, აგრეთვე ტერფებზე ნახეთქებს.

სახეზე გამოყენების წესი:

დღეში 2-ჯერ – დილით და საღამოს. პრობლემური კანის დროს, ეფექტი მიიღება რამდენიმე კვირაში 3-4 კვირიდან. ნაკლია ის, რომ აშრობს კანს,
რისთვისაც საჭიროა კანის გაწმენდა დამატენიანებელი საშუალებით – ლოსიონით ან კრემით (შერჩეული კანის ტიპის მიხედვით).

საპნით დაბანის დროს უნდა გამოიყენოთ თბილი წყალი და შემდეგ ჩამოიბანოთ ცივი წყლით, სასურველია კონტრასტული – ცივი და თბილი წყლის მონაცვლეობა.

დასაშვებია ორსულობის დროს გამოყენება. არ შეიძლება კუპრის საპნის გამოყენება მათთვის, ვისაც აქვს თხელი და მშრალი კანი, ასეევე, მგრძნობიარე და ალერგიისკენ მიდრეკილი.

უნიკალური ბუნებრივი კომპონენტების მაღალი შემცველობის ხარჯზე, კუპრის საპონს დადებითი გავლენა აქვს თავის კანზე. ის ძალზედ ეფექტური საშუალებაა ქერტლის დასამარცხებლად და თმის ცვენის შესაჩერებლად. თუ რეგულარულად თავს კუპრის საპნით დაიბანთ, მარტივად შეძლებთ მოცემული პრობლემებისგან გათავისუფლებას.

კუპრის საპონი ეფექტურად გვიცავს სხვადასხვა ინფექციებისგან, ვირუსებისგან და სოკოებისგან. დაიცავით ინტიმური ზონების ჰიგიენა ამ საშუალებით, რათა საიმედოდ დაიზღვიოთ თავი სხვადასხვა უსიამოვნო პრობლემების განვითარებისგან.

რატომ უნდა გადახვიდეთ კუპრის საპონზე?

 

1. არაჩვეულებრივია სახის კანისთვის

თუ აკნე, გამონაყარი ან კანის ანთება გაწუხებთ, აუცილებლად ცადეთ კუპრის სპონი. რეგულარულად დაიბანეთ სახის კანი მისი გამოყენებით, რათა დააჩქაროთ დაზიანებული უჯრედების აღდგენის პროცესი, მოიშოროთ აკნე და ჩაახშოთ ანთება. კუპრის საპნისათვის დამახასიათებელია ანტიბაქტერიული ძლიერი თვისებები და ის არ იწვევს ალერგიულ რეაქციებს.

2. სწრაფად ამარცხებს ქერტლს

კუპრის საპონი სტიმულირებს თავის კანზე გაჩენილი პატარა ბზარების შეხორცების პროცესს. უნიკალური, სასარგებლო კომპონენტების მაღალი შემცველობის ხარჯზე, ის სწრაფად უმკლავდება ქერტლს და საიმედოდ გვიცავს მომავალში მისი განვითარებისგან.

გარდა ამისა, აუცილებლად უნდა ავღნიშნოთ ის ფაქტიც, რომ მოცემული პროუქტი აძლიერებს თმის ძირებს და საგრძნობლად ამცირებს თმის ცვენას. დაიბანეთ თავი ამ საპნით რეგულარულად, რათა წარსულში მოტივოტოთ ქერტლისა და თმის ცვენის პრობლემა.

3. კურნავს კანის დაავადებებს

დერმატიტი, ეგზემა, ფსორიაზი – ეს ის დაავადებებია, რომელთა არსებობის შემთხვევაში კუპრის საპნის გამოყენებაა რეკომენდებული. როგორც უკვე ვახსენეთ, მოცემული პროდუქტი სტიმულირებს კანის აღდგენა-რეგენერაციის პროცესს და სისხლის მიდინებას კანის ზედა ფენებში.

4. ინტიმური ჰიგიენა

კუპრის საპონი საიმედოდ გვიცავს სხვადასხვა ინფექციებისგან, ვირუსებისა და სოკოებისგან. რეგულარულად დაიბანეთ სხეულის ინტიმური ნაწილები ამ პროდუქტის გამოყენებით.

5. სწრაფად ახორცებს ჭრილობებს

თუ რაიმე სახის ჭრილობა მიიღეთ, გახსოვდეთ, რომ კუპრის საპონი ერთ-ერთი საუკეთესო მადეზინფიცირებელი საშუალებაა. გარდა ამისა, ის საგრძნობლად აჩქარებს ჭრილობის შეხორცების პროცესს.

Facebook კომენტარები