აი რა უნდა მოიმოქმედოთ როცა დაქეთხილი ქუსლები გტანჯავთ.. ამ ძლიერი სამკურნალო რეცეპტის შესახებ უნდა იცოდეთ!

8912

აი რა უნდა მოიმოქმედოთ როცა დაქეთხილი ქუსლები გტანჯავთ.. ამ ძლიერი სამკურნალო რეცეპტის შესახებ უნდა იცოდეთ!

60 წლის ქალი ვარ. რამდენიმე წელია, ფეხის ქუსლებზე კანი დამისკდა. მივიკითხ-მოვიკითხე, სამედიცინო ლიტერატურაც მოვიძიე, რეცეპტები შევკრიბე, გამოვცადე და შედეგით მართლაც კმაყოფილი დავრჩი.

გადავწყვიტე, გამეცნო ის მარტივი საშუალებები, რომელთა დახმარებითაც სულ რამდენიმე კვირაში მოვიწესრიგე ქუსლების კანი.

როგორც კი შეამჩნევთ, რომ ქუსლებზე კანი გაგისქელდათ და გაგიუხეშდათ, მაშინვე მიიღეთ თბილი წყლის აბაზანები, რომელშიც ჩაამატებთ 1 სადილის კოვზ საჭმელ სოდას.

ფეხები წყალში მანამდე უნდა გააჩეროთ, ვიდრე წყალი სასიამოვნო ტემპერატურისაა. შემშრალების შემდეგ გაუხეშებულ ადგილებსა და ნახეთქებზე უნდა დაიდოთ გახეხილი კომბოსტო და მწვანე ხახვი, შეიხვიეთ ფეხები პოლიეთილენით და ასე დაიძინოთ.

დილით კომპრესი შეიხსენით, დაიბანეთ ფეხები თბილი წყლით და წაისვით ფეხის ნებისმიერი კრემი. იგივე პროცედურა გაიმეორეთ მეორე დღესაც.

კანი დარბილდება და სპეციალური ფეხის სახეხით ან პემზის ქვით მისი მოცილება გაცილებით გაადვილდება.

თუ რამდენიმე ხნის შემდეგ პრობლემამ ისევ იჩინა თავი, ტუხტის ფესვების ნაყენი უნდა მოამზადოთ:

აიღეთ 2 სადილის კოვზი დაქუცმაცებული ტუხტის ფესვი, მოათავსეთ
მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 0,5 ლიტრი ოთახის ტემპერატურის წყალი, კარგად დაახურეთ თავსახური და ხშირი მორევით გაათბეთ წყლის ორთქლზე 30 წუთის განმავლობაში.

ნაყენი ოთახის ტემპერატურამდე რომ გაცივდება, დაასველეთ მასში დოლბან-
დის ხელსახოცები და ნახევარი საათით დაიწყვეთ ქუსლებზე.

ეს პროცედურა დღეში 2-ჯერ - დილა- საღამოს უნდა ჩაიტაროთ.

– არანაკლებ ეფექტიანია ეს მეთოდი: აურიეთ ერთმანეთში კვერცხის გული, 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი, ნახევარი ჩაის კოვზი კარტოფილის სახამებელი.

მიღებული მასა დაიდეთ ცხელ წყალში დარბილებულ ქუსლებზე და გაიჩერეთ, ვიდრე არ გაშრება და მყარ ქერქად არ გადაიქცევა. დაიბანეთ ფეხები თბილი წყლით და დამარბილებელი ემულსია ან რომელიმე მალამო წაისვით.

და კიდევ: ქუსლების კანი გაცილებით ნაზი და გლუვი გახდება, თუ ყოველ საღამოს, და-
ბანის შემდეგ, ცოტაოდენ ზეითუნის ზეთს შეიზელთ.

მოადუღეთ შვრიის ფაფა, დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი სელის ზეთი და ეს მასა ცელოფანის 2 პაკეტში გაანაწილეთ.

ფაფიანი პაკეტები ამოიცვით ტერფებზე, ზემოდან თბილი ნაჭერი შემოიხვიეთ და 2-2,5 საათს გაიჩერეთ. შემდეგ ფეხები თბილი წყლით დაიბანეთ და კარგად გაიმშრალეთ რბილი პირსახოცით. 2-3 პროცედურის შემდეგ ქუსლები მოგიშუშდებათ.

frenis kompensacia
frenis kompensacia