მთელ მსოფლიოს უყვარს ეს ზეთი: ის კურნავს გასტრიტს! თუ ეს პრობლემა გაწუხებთ, გირჩევთ სცადოთ!

1027

მთელ მსოფლიოს უყვარს ეს ზეთი: ის კურნავს გასტრიტს! თუ ეს პრობლემა გაწუხებთ, გირჩევთ სცადოთ!

ქაცვის ზეთი შეიცავს ორგანიზმისთვის სასარგებლო ნივთიერებებს, როგორიცაა: ომეგა 3, 6,7 და 9; 

კაროტინოიდები, ტოკოტრინეოლი, ტოკოფეროლი, ფენოლი, ტერპენი, გლუკოზიდები, ბეტა-კაროტინი, ოლეინი, ლინოლენი, პალმიტინის მჟაავა, სტრეანის მჟავების გლიცერიდები, სტერინები, ფლავინოიდები, კუმარინები.

ვიტამინები: შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს; სამჯერ მეტ A ვიტამინს , ვიდრე სტაფილო; 12-ჯერ მეტ C ვიტამინს, ვიდრე ფორთოხალი და იმავე რაოდენობის E ვიტამინს რასაც ხორბლის მარცვალი.

მიკროელემენტები: სპილენძი, რკინა, სელენი, მანგანუმი.

საჭმლის მომნელებელი სისტემა: 

ქაცვის ზეთი ამცირებს კუჭის მჟავიანობას, იცავს კუჭის ლორწოვან გარსს, აუმჯობესებს ღვიძლში ცხიმის მეტაბოლიზმს.

ეფექტურად გამოიყენება ალკოჰოლური ინტოქსიკაციის და სხვა მოწამვლების შემთხვევაში, წარმატებულად გამოიყენება კუჭისა და ნაწლავების ჰიპოკინეზიის კომპლექსურ თერაპიაში.

ეს ზეთი არაჩვეულებრივი საშვალებაა წყლულების სამკურნალოდ, აქრობს ძველ ნაწიბურებს, ააქტიურებს კუჭქვეშა ჯირკვალს.

ქაცვის ზეთი გამოიყენება შემდეგი დაავადებების კომპლექსურ მკურნალობაში:

კუჭის წვენის მაღალი მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტი, კოლიტები, ენტეროკოლიტები, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, კუჭნაწლავის ტრაქტის სიმსივნეები, ეზოფაგიტი, გასტროდუოდენიტი. ქაცვის ზეთი უნდა მიიღოთ ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფიის და ნაღვლკენჭოვანი დაავადების დროს.

ქაცვის ზეთის შემცველ სანთლებს იყენებენ პროქტიტის, ჰემორროის, სფინქტერიტის, სწორი ნაწლავის წყლულის დროს.

ქაცვის ნაყოფი გამოწურეთ და წვენი დააკონსერვეთ. ზეთის მისაღებად კი თესლი უნდა გამოიყენოთ. გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, ჩაყარეთ მინის ქილაში, დაასხით იმდენი მზესუმზირას ზეთი, რომ დაიფაროს, 1 საათით შედგით ღუმელში 60 გრადუსზე, გამოიღეთ და გააცივეთ.

გაწურეთ და მიღებული ზეთი თესლის ახალ ულუფას დაასხით. ასე უნდა გაიმეოროთ 3-ჯერ. მიიღებთ ქაცვის ზეთს, რომელიც გაჯერებული იქნება ამ მცენარისთვის დამახასიათებელი ყველა სასარგებლო ნივთიერებით.

მისი გამოყენება შეიძლება კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, ასევე — გასტრიტის შემთხვევაში. განსაკუთრებით სასარგებლოა მისი ღრძილებზე წასმა პაროდონტოზის დროს.

კარგია ტამპონებისთვისაც საშვილოსნოს ყელის ეროზიის დროს, შველის მოუშუშებელ ჭრილობებს.

გარდა ამისა, ქაცვის ზეთი ამცირებს სისხლშიქოლესტეროლის დონეს და
ამით აქვეითებს ათეროსკლეროზის რისკს. ამისთვის უნდა მიიღოთ 1 ჩაის კოვზი დღეში 2-3-ჯერ.

Facebook კომენტარები