მან ავეჯის გაწმენდა კაკლის ნატეხით დაიწყო. ხერხი, რომელიც ყველა დიასახლისს გამოადგება

650

ხილი, თუ სხვა ნებისმიერი საკვები შეგიძლიათ სხვადასხვა მიზნით გამოიყენოთ, მაგალითად დალაგების დროს, ზოგიერთი საკვები ძალიან ეფექტურად მოქმედებს. თუ გსურთ, რომ სახლი მუდამ სუფთა იყოს გირჩევთ ეს განსხვავებული და ორიგინალური რჩევები გაითვალისწინოთ:

1. თუ თქვენი შვილი კედელზე ხატავს, გირჩევთ ფანქრის მოსაშორებლად შავი პური გამოიყენოთ, ის ძალიან მარტივად მოაშორებს ფანქრის კვალს.

2. თუ აბაზანაში კედლები ისვრება გირჩევთ, რომ ფილებს შორის დარჩენილი ადგილი ძმრით გაწმინდოთ. დაასხით ძმარი, შემდეგ კი კბილის ჯაგრისით ამოწმინდეთ ჭუჭყი.

3. იმისთვის, რომ სამზარეულოს დანა ახალივით იყოს, ამისთვის, მხოლოდ ერთი მარტივი რამ უნდა გააკეთოთ, ამ დანით დაჭერით დიდი ხახვი.

4. ბანანის კანი სათქვეფში დააქუცმაცეთ, შემდეგ კი მიღებული ნაზავით ჭურჭელი გაწმინდეთ.

5. ლუდით შეგიძლიათ, რომ ხის ავეჯი გაწმინდოთ. დაასველეთ ნაჭერი ლუდში და გაწმინდეთ ავეჯი, შემდეგ მშრალი ნაჭრით გაასუფთავეთ, შედეგად ის ახალივით იპრიალებს.

6. ხის ავეჯზე ნაკაწრების მოშორება კაკლით შეგიძლიათ, ეფექტური და მარტივი ხერხია.

7. ყავის საფქვავი კარგად გასუფთავდება თუ მასში ბრინჯს დაფქვავთ.

8. თუ ფაიფურის ჭურჭელს ბზარები უჩნდება 1 საათით რძეში ჩადეთ, ეს დაზიანებული ადგილების გამთელებას ხელს შეუწყობს.

9. თუ ბაზილიკის ფოთლებს ხილთან ერთად დადებთ, ხილს მწერი აღარ მიეკარება.

10. მიწის თხილის კარაქი დაგეხმარებათ, რომ საღეჭი რეზინი ხალიჩას ადვილად მოაშოროთ.

11. პომიდორის ლაქების მოშორებას ლიმონის წვენით ადვილად შეძლებთ.

12. თუ ხელზე უსიამოვნო სუნს გრძნობთ, გირჩევთ, რომ ხელით როზმარინი გასრისოთ.

ასევე დაგაინტერესებთ: მან დაიწყო გრილის გაწმენდა კარტოფილით… შედეგი? ბრწყინვალ

Facebook კომენტარები