დღეს ამ სტატიაში სწორედ იმ რეცეპტს იპოვით, რომელიც თქვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდება.

173

დღეს ამ სტატიაში სწორედ იმ რეცეპტს იპოვით, რომელიც თქვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდება.

ჯანმრთელობის პრობლემების მოსაგვარებლად ნატურალური პროდუქტების მიღება საუკეთესო არჩევანია. მითუმეტეს, თუ აღმოაჩენთ უნიკალური პროდუქტების კომბინაციას, რომელსაც სხვადასხვა დაავადების განკურნება შეუძლია, მაშინ განსაკუთრებით გაგიმართლათ.

დღეს ამ სტატიაში სწორედ ასეთ რეცეპტს იპოვით, რომელიც თქვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდება. წიწიბურა, თაფლი და ნიგოზი- ეს ნარევი თქვენი ჯანმრთელობის გარანტია!

ამ ნარევის მიღება რეკომენდებულია შემდეგი პრობლემების დროს:

  • თუ ავად ხართ, ეს ნარევი დაგეხმარებათ სწრაფად გამოჯანმრთელებაში.
  • თუ გჭირდებათ წონის მომატება.
  • თუ არ გაქვთ საკმარისი ძალა და ენერგია სისხლში ჰემოგლობინის დაბალი დონის გამო.

კომპონენტები, რომლებიც ამ ნარევს ქმნიან, უნიკალურია მათი შემადგენლობით.

  • წიწიბურა მდიდარია ვიტამინებით, რკინით, მიკრო და მაკროელემენტებით.დამტკიცებულია, რომ წიწიბურას კერძები ამაღლებს განწყობას. მოხარშული წიწიბურა ასტიმულირებს ტვინის მუშაობას დ ახელს უწყობს ფსიქოემოციური გამძლეობის ამაღლებას.
  • თაფლი  მკურნალობს სხეულს  უჯრედულ დონეზე.თაფლში შემავალ ნივთიერებებს გააჩნია ძლიერი ანთების საწინააღმდეგო, ობის საწინააღმდეგო და ბაქტერიოციდური თვისებები, ანუ თაფლი ანადგურებს დაავადების გამომწვევ მიკროორგანიზმებს და აფერხებს მათ გამრავლებას. თაფლი აუმჯობესებს ნერვული უჯრედების კვებას და აძლიერებს მათ ფუნქციონირებას, ააქტიურებს ჟანგვით პროცესებს.
  • ნიგოზი  ვიტამინებისა და ცხიმოვანი მჟავების საწყობია. ნიგოზი არის კაროტინი, C ვიტამინი,რომელიც ყველაზე მეტი არის უმწიფარი ნაყოფის ნაყოფედში (3%–მდე), B, E და E1 ჯგუფის ვიტამინები, რკინისა და კობალტის მარილები. C ვიტამინის რაოდენობით უმწიფარი ნაყოფი არ ჩამოუვარდება შავ მოცხარს და ასკილის ნაყოფს, ამიტომაც მათგან ამზადებენ ვიტამინურ კონცენტრატებს. გარდა ამისა, ნაყოფებში გვაქვს ბევრი მთრიმლავი ნივთიერება და მღებავი ნივთიერება იუგლონი, რომელსაც აქვს ბაქტერიოციდული მოქმედება.

ამ სამი კომპონენტის კომბინაციას ერთად აქვს ძლიერი სამკურნალო ეფექტი მთლიან სხეულზე.

ინგრედიენტები:

  • 1 კგ დარჩული ნიგოზი;
  • 1 კგ წიწიბურა;
  • 700 გრ თაფლი ( სასურველია წაბლის, აკაციის).

მომზადება: წიწიბურა უნდა დაფქვათ ყავის საფქვავში. ნიგოზი გაატარეთ, შეავსეთ თაფლი და აურიეთ. ნარევს მაცივარში ვინახავთ.

გამოყენების წესი: მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში სამჯერ ჭამამდე ერთი თვის განმავლობაში.

თუ გულის პრობლემები გაქვთ, დაამატეთ გარგარის ჩირი, შავი ქლიავი ან ქიშმიში. თუ თაფლის მიმართ ალერგიული ხართ, მიიღეთ თაფლის გარეშე. ამ სასწაული ნარევით მკურნალობის კურსის შემდეგ, თქვენ დაუყოვნებლივ თავს ჯანმრთელად და ძლიერად იგრძნობთ.

frenis kompensacia
frenis kompensacia