აქერცლილი, გაწითლებული და შეშუპებული ცხვირი მთავარი პრობლემაა ამ სეზონზე. გასწავლით მეთოდს რომელიც დაგეხმარებად პირველივე გამოყენებისას!

183

აქერცლილი, გაწითლებული და შეშუპებული ცხვირი მთავარი პრობლემაა ამ სეზონზე. გასწავლით მეთოდს რომელიც დაგეხმარებად პირველივე გამოყენებისას!

სურდო, იგივე რინიტი, ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება, ზედა სასუნთქი სისტემის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. გამოცდილებით ყველამ ვიცით, რომ ის დიდ საშიშროებას არ წარმოადგენს და, თუმცა მეტად უსიამოვნოა, ადვილად იკურნება.

მაგრამ ერთი შეხედვით უბრალო სურდომ შესაძლოა სერიოზული გართულებებიც გამოიწვიოს, მით უმეტეს, თუ ბავშვი პატარაა და ჯერ არც ცხვირის მოხოცვა იცის და არც სატკივარის გამოხატვა შეუძლია. რა იწვევს სურდოს, საჭიროა თუ არა ამ დროს მედიკამენტური ჩარევა და როდის უნდა მივმართოთ ექიმს? ვფიქრობ, ეს საკითხები ყველა მშობელს დააინტერესებს.

ვიდრე უშუალოდ სურდოს მიმდინარეობასა და მკურნალობაზე გადავიდოდეთ, გავიხსენოთ, რა ფუნქცია აკისრია ცხვირის ღრუს.

ცხვირი ადამიანის ჯანმრთელობისთვის მეტად საჭირო ორგანოა. ის ფილტრავს ჩასუნთქულ ჰაერს, აცილებს მტვერს, მიკრობებსა და სხვა გამღიზიანებლებს, ათბობს და ატენიანებს მას, რითიც ფილტვებს გამოშრობისგან იცავს. ცხვირის ღრუში არის ნერვული დაბოლოებები, რომლებიც ყნოსვის ფუნქციას ემსახურება. ამიტომ როდესაც ცხვირის ღრუში პრობლემაა, შეიძლება ითქვას, მთელი ორგანიზმი იტანჯება: ირღვევა სუნთქვა, ყნოსვა, ძილი, შეუძლებელი ხდება კომფორტულ პოზაში წოლა...

სურდო განსაკუთრებულ სირთულეებს ახალშობილებში იწვევს. ის ბავშვს ხელს უშლის კვებაში და იშვიათად სუნთქვის სერიოზულ პრობლემებს უქმნის. იზრდება სურდოს გართულებათა ალბათობაც. მათ შესახებ ქვემოთ გიამბობთ.

მიზეზები

რინიტის მიზეზებს სამ ჯგუფად ყოფენ: ინფექციურად, არაინფექციურად და ალერგიულად.

ინფექციური რინიტის მთავარი გამომწვევები ვირუსებია: ადენოვირუსი, რინოვირუსი, კორონავირუსი... ბაქტერია სურდოს შედარებით იშვიათად იწვევს და პროცესში მისი ჩართვა, წესისამებრ, დაავადების ქრონიკულ ფორმაში გადასვლაზე მიუთითებს. უფრო იშვიათია სოკოვანი და პარაზიტული რინიტები.

არაინფექციური რინიტის მიზეზები მრავალფეროვანია. ესენია ცხვირის სტრუქტურული ცვლილებები (მაგალითად, ძგიდის გამრუდება, პოლიპები), ცხვირის წვეთებისა და სპრეის ხანგრძლივი გამოყენება (!) და სხვა.

ქრონიკული სურდო, გარდა იმისა, რომ არღვევს ცხვირით სუნთქვის პროცესს, ვნებს ცხვირის კანსაც. აქერცლილი, გაწითლებული, შეშუპებული ცხვირით ადვილად ამოიცნობთ ქრონიკული სურდოთი დატანჯულ ადამიანს.

თუ სიცივეში ცხვირი გიწითლდებათ, დილა-საღამოს (ოღონდ არა შინიდან გასვლის
წინ) გაიწმინდეთ ცაცხვის ყვავილის ტკბილი ნახარშით.

კვირაში 2-3-ჯერ ცხვირზე მონაცვლეობით დაიდეთ გვირილის ჯერ ცხელ, მერე კი
ცივ ნახარშში ამოვლებული საფენები.

ნახარში ასე მზადდება:

1-2 სადილის კოვზ გვირილის მშრალ ყვავილს უნდა დაასხათ 1 ჩაის ჭიქა წყალი და 10 წუთი ადუღოთ, გააცივოთ და გადაწუროთ.

აიღეთ ალოეს ახალგამოწურული წვენი, დაუმატეთ ორჯერ ნაკლები მოცულობის
წყალი, დოლბანდი რამდენიმე ფენად გაკეცეთ, ამ სითხეში ამოავლეთ, ოდნავ გაწურეთ და ისე დაიდეთ შეწითლებულ სახეზე 15 წუთით. მკურნალობის კურსი 20-25 პროცედურაა (დღეგამოშვებით).

სასარგებლოა კომბოსტოს ცოცხალი წვენიც. მასში უნდა ამოავლოთ ბამბის ფთილა ან დოლბანდის ტამპონი და დაიდოთ სახეზე 15-20 წუთით.

frenis kompensacia
frenis kompensacia