შეაჩერეთ კანის დახეთქვა დროულად! ამ ყველაფრისთვის საჭირო კი მხოლოდ ეს საშუალებაა!

767

შეაჩერეთ კანის დახეთქვა დროულად! ამ ყველაფრისთვის საჭირო კი მხოლოდ ეს საშუალებაა!

ხელის ზურგზე ცხიმოვანი ჯირკვალი ცოტაა, ხელისგულზე კი საერთოდ არ არის. ცხიმოვანი ჯირკვლების დანიშნულება, როგორც ვიცით, ცხიმის გამოყოფაა, რომელიც ცხიმოვან შრეს წარმოქმნის, კანს გადაეკვრება და ხელს უშლის წყლის აორთქლებას. დაბალ ტემპერატურაზე ცხიმოვანი ჯირკვლები ნაკლებ ცხიმს გამოყოფს, ამიტომ ირღვევა კანის დამცავი შრის მთლიანობა და გარეთ – სიცივით, შიგნით კი გათბობით გამომშრალ ჰაერზე ხელებიდან უხვად ორთქლდება წყალი.

შედეგად კანი იქერცლება, უხეშდება და სკდება. არის შემთხვევები, როცა მისი ბუნებრივი დამცავი მექანიზმი იმდენად ირღვევა, რომ ორგანიზმის იმუნური სისტემა მძაფრად რეაგირებს, რამაც შესაძლოა ანთებითი რეაქცია და ეგზემაც კი გამოიწვიოს. ასეთი რამ უმთავრესად მათ ემუქრებათ, ვინც წყალთან მუშაობს ან ვისაც ხშირად უწევს ხელის ბანა და სადეზინფექციო საშუალებების გამოყენება.

ნახეთქების გაჩენისას ადამიანი განიცდის დისკომფორტს, მჭრელ და მჩხვლეტ ტკივილს, ქუსლები ისე ეწვის, თითქოს გახურებულ ქვიშაზე იდგეს, კანი უუხეშდება და უსქელდება, საგულდაგულო დათვალიერებისას კარგად ჩანს თავდაპირველად წვრილი, მოკლე ბზარები, რომლებიც შემდეგ გრძელდება და ღრმა ნახეთქებად იქცევა.

რამდენიმე წელია, მშენებლობაზე ვმუშაობ, ხელები დღენიადაგ ქვიშასა და ცემენტში
მაქვს. სხვებივით ხელთათმანებით მუშაობა მიჭირს, ამიტომ კანი მუდამ დახეთქილი მაქვს. ათასნაირი მალამო ვცადე, მაგრამ არაფერმა მიშველა. ბოლოს მეგობარმა რამდენიმე მცენარეული საშუალება მასწავლა და შვებით ამოვისუნთქე.

 

– 30 გრამ ჭინჭარს დაასხით 1 ლიტრი წყალი, ადუღეთ 10-15 წუთს. მიიღეთ ცხელცხელი, დღეში 2-3-ჯერ, 2 კვირის განმავლობაში.

100 გრამ კომშის თესლს დაასხით 200 გრამი წყალი, დადგით და დააცადეთ, ვიდრე
ლორწოვანი მასა არ წარმოიქმნება. სწორედ ეს მასა უნდა წაისვათ დახეთქილ კანზე. შეგიძლიათ, დალიოთ კიდეც.

აიღეთ 500 გრამი მუხის ქერქი, დაასხით 4-5 ლიტრი წყალი, ადუღეთ 30 წუთის განმავლობაში, გადაწურეთ. ამ ნახარშით გაიკეთეთ ხელის აბაზანები.

შეგიძლიათ, დახეთქილ ხელებზე მასში დასველებული ნაჭერიც დაიდოთ.
დაზიანებულ კანზე პირდაპირ შეგიძლიათ დაიდოთ მწვანე ხახვი.

2 სადილის კოვზ კალენდულას დაქუცმაცებულ ყვავილს დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი, დააყენეთ 2 საათის განმავლობაში, გადაწურეთ. მიიღეთ ნახევარ-ნახევარი ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ, 2-3 კვირის განმავლობაში. ვიცი, რომ დღეს ბევრი ოჯახს სწორედ მშენებლობაზე მუშაობით არჩენს, დახეთქილი კანიც ბევრს აწუხებს. მოხარული ვიქნები, თუ ჩემი რეცეპტები მათაც გამოადგებათ.

Facebook კომენტარები