თმის ნიღბები – ეფექტური და მარტივი რეცეპტი თმის ზრდისთვის. ეს ყველა მანდილოსანს გამოადგება!

351
მწვანე ბარათის შევსება
მწვანე ბარათის შევსება

ალბათ გრძელ, ლამაზ, მბზინვარე თმაზე ბევრი გოგონა ოცნებობს. თურმე ამაში ჩვეულებრივი თაფლი დაგეხმარებათ.
თაფლი
1. როგორც ვიცით, თაფლი, ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლო პროდუქტია.
2. თაფლი ბუნებრივი ანტიოქსიდანტია, ამიტომ ის თავის კანს უფრო ჯანსაღს გახდის და თმის ზრდის პროცესსაც დააჩქარებს.
3. ექსპერტები ამბობენ, რომ თუ თმის მოვლისას, თაფლს სწორად გამოვიყენებთ, თმის ზრდის პროცესს დავაჩქარებთ.

თმის ზრდა
1. თაფლი კანში ტენიანობის შენარჩუნებას უწყობს ხელს. ის შაქრის მაღალ დონეს შეიცავს და თმის ფოლიკულებს ამაგრებს.
2. თაფლს ანტიბაქტერიული და ანტისეპტიკური თვისებები აქვს. ეს თავის კანს ინფექციებისგან და ფსორიაზისგან იცავს.
3. თუ მშრალი და უსიცოცხლო თმა გაქვთ, თაფლი მათ მბზინვარებას დაუბრუნებს.

როგორ გამოვიყენოთ თაფლი თმის ზრდისთვის?
1. თაფლი შამპუნში დაამატეთ. როდესაც თავს დაიბანთ, თავზე პოლიეთილენის ქუდი დაიფარეთ და შამპუნი 30 წუთში ჩამოიბანეთ. პროცედურა კვირაში ორჯერ გაიმეორეთ.
2. ჯამში აურიეთ ერთმანეთს წყალი და თაფლი. მიღებული მასა თმაზე წაისვით, თავის კანის მასაჟი გაიკეთეთ და 3 საათით დაიტოვეთ. გაიმეორეთ პროცედურა კვირაში ერთხელ.
3. ამ რეცეპტისთვის თქვენ 2 ჩ/კ თაფლი და 1 ჩ/კ ზეითუნის ზეთი დაგჭირდებათ. აურიეთ ეს ორი ინგრედიენტი ერთმანეთს და 30 წამით მიკროტალღურ ღუმელში ჩადეთ. როცა მასა ცოტა გაცივდება, ის თმაზე წაისვით და პოლიეთილენის ქუდით დაფარეთ. 30 წუთში ნიღაბი ჩამოიბანეთ.

frenis kompensacia
frenis kompensacia