5 მნიშვნელოვანი რჩევა, როგორ მოვუაროთ სახის კანს კლიმაქსის პერიოდში!

163

5 მნიშვნელოვანი რჩევა, როგორ მოვუაროთ სახის კანს კლიმაქსის პერიოდში!

ნერვიულობთ იმაზე, თუ როგორ იმოქმედებს მენოპაუზა თქვენს კანზე? ჰორმონალურმა ცვლილებებმა შეიძლება მართლაც უკუშედეგი გამოიღოს, მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება თუ საკუთარ თავს სათანადოდ არ მოუვლით!

კანის ქსოვილი დროთა განმავლობაში კარგავს თავის ელასტიურობას კოლაგენისა და ელასტინის რაოდენობის შემცირების გამო. თუმცა, თუ ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევთ და კანს სასარგებლო კოსმეტიკური პროცედურებით ანებივრებთ, შეგიძლიათ ახალგაზრდობის გახანგრძლივება და დაბერების ნიშნები ნაკლებად შესამჩნევი გახადება.

მაშ, ასე საინტერესოა როგორ უვლით თქვენს კანს მენოპაუზის დროს?

დღეს ჩვენ გაგიზიარებთ რამდენიმე რჩევას. 

კანის მოვლის ძირითადი რჩევები მენოპაუზის დროს:

მენოპაუზის დაწყებას  თან ახლავს ბევრი ფიზიკური და ემოციური ცვლილება. ერთ-ერთი ყველაზე უსიამოვნო, ეჭვგარეშე არის კანის დაბერება. ქალის ჰორმონების და კოლაგენის შემცირების გამო, ნაოჭების და ასაკობრივი ლაქების გაჩენა ჩქარდება. კანის ელასტიურობა და ბუნებრივი ცხიმის გამომუშავება ასევე მცირდება, ჩნდება მუწუკები და ზედმეტი სიმშრალე.

რა ხერხით არის შესაძლებელი ამ პრობლების შეჩერება?

1 - დაიცავით კანი მზისგან!

მიუხედავად იმისა, რომ მზისგან დაცვა აუცილებელია ნებისმიერ ასაკში, მენოპაუზის დროს ეს თქვენთვის წესი უნდა იყოს. ვინაიდან დერმის ქსოვილები უფრო სუსტია, მზეზე პირდაპირ ზემოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს მეტი ზიანი, თუ არ იყენებთ კარგი ხარისხის მზისგან დამცავ კრემს.

2 - დალიეთ მეტი წყალი!

დეჰიდრატაციის ნიშნები უფრო შესამჩნევი ხდება მენოპაუზის დროს ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონალური ცვლილებების გამო. ამიტომ, მშრალი ან უხეში კანის თავიდან ასაცილებლად, დღეში მინიმუმ 6-8 ჭიქა წყალი უნდა დალიოთ.

3 - იკვებეთ ჯანსაღად!

ბევრი ქალი უშვებს შეცდომას მენოპაუზის პერიოდში ძალიან დაბალკალორიული დიეტის მიღებით, რადგან მათ ეშინიათ წონის მომატების. თუმცა, ამ დიეტებს არ შეიძლება ვუწოდოთ სასარგებლო: მათ შეუძლიათ უარყოფითად იმოქმედონ როგორც თქვენს ჯანმრთელობაზე, ასევე სილამაზეზე. იმის გამო, რომ კვებითი დეფიციტი გავლენას ახდენს თქვენი კანის გარეგნობაზე, უმჯობესია აირჩიოთ ჯანსაღი და დაბალანსებული დიეტა, რომელიც მოიცავს ყველა აუცილებელ ვიტამინსა და მინერალურ ჯგუფს, განსაკუთრებით ცილებს, აუცილებელ ცხიმოვან მჟავებს და ანტიოქსიდანტებს.

4 – გამოიყენეთ ამქერცლავი პროდუქტები!

მენოპაუზის დროს თქვენი კანისთვის ყველაზე ცუდი რამ არის კანის მკვდარი უჯრედების და მინარევების გადაჭარბებული დაგროვება მის ზედაპირზე. ეს ხელს უშლის ქსოვილებს საჭირო ჟანგბადის მიღებაში და ანელებს უჯრედების რეგენერაციას. იმისათვის, რომ კანი დატენიანებული და რბილი იყოს, უმჯობესია გამოიყენოთ ამქერცლავი პროდუქტი კვირაში ორჯერ. ის ამოიღებს ყველა მინარევებს ზედაპირიდან და მოგცემთ საკვები ნივთიერებების დამატებით დოზას.

5 - არ მოწიოთ მენოპაუზის დროს!

მოწევის შეწყვეტის მრავალი მიზეზი არსებობს. სინამდვილეში, უმჯობესია ამის გაკეთება რაც შეიძლება მალე, რათა ტოქსინების ზემოქმედებისგან ზიანი მინიმალური იყოს. თამბაქო თქვენი კანის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მტერია. მოწევა ზრდის ნაოჭების რაოდენობას და აშრობს კანს.

frenis kompensacia
frenis kompensacia