მან ბანანი დააქუცმაცა და თვალებზე დაიდო. შედეგით ყველა მანდილოსანი კმაყოფილი იქნება

1371
მწვანე ბარათის შევსება
მწვანე ბარათის შევსება

სახის მოვლისთვის მრავალი საშუალება არსებობს, მაგრამ ეს რამდენიმე ხერხი ყველაზე მეტად გამოგადგებათ.

ოხრახუში კანს აახლებს, კვებავს, ატენიანებს, რაც მთავარია სულაც არაა ალერგიული და მისი ფესვებიც კი გამოიყენება.

ოხრახუში და არაჟანი

ოხრახუში დააქუცმაცეთ და 2 ჩ/კ არაჟანი დაუმატეთ და ქუთუთოებზე 15 წუთით წაისვით და თბილი წყლით დაიბანეთ.

ოხრახუში და ნაღების კარაქი

ეს მშრალი კანისთვისაა. დაქუცმაცებულ ოხრახუშს ნაღების კარაქი შეურიეთ და სახეზე წაისვით15 წუთში კი თბილი წყლით დაიბანეთ.

ოხრახუშის ფესვები

ოხრახუშის ფესვები დააქუცმაცეთ აადუღეთ და გაცივებული ნაყენით სახე გაიწმინდეთ.

მოხარშული კარტოფილი ნიღაბი

მოხარშული კარტოფილი შუაზე გაჭერით და თვალებზე 10 წუთით დაიდეთ.

ბანანი

ბანანი დააქუცმაცეთ და ქუთუთოებზე დაიდეთ 15 წუთში კი დაიბანეთ.

კიტრის ნიღაბი

იდეალურად ატენიანებს და არბილებს კანს ამიტომ გირჩევთ თხლად დაჭრილი კიტრი ქუთუთოებზე 15 წუთით დაიდოთ.

ჩაის კომპრესი

იმისთვის, რომ დაღლილობა არ შეგეტყოთ ჩაის კომპრესი ქუთუთოებზე 20 წუთით დაიდეთ.

frenis kompensacia
frenis kompensacia