ბიბლიაში დაწერილი რეცეპტი: ეს 3500 წლის წინანდელი წამალი უებარია ჩაზრდილი ფრჩხილის სამკურნალოდ!
ფრჩხილის ჩაბრუნება როდესაც ფრჩხილი კანში ჩაიზრდება, კანის სტრუქტურა ირღვევა, რაც იწვევს ტკივილს, შეშუპებას, გაღიზიანებასა და მგრძნობელობის მომატებას. სამედიცინო ტერ- მინოლოგიით ამ დაავადებას ონიქოკრიპტოზს უწოდებენ. თუ პრობლემას თავიდანვე არ მიაქცევთ ყურადღებას, შესაძლოა უფრო გართულდეს, უკეთეს შემთხვევაში საქმე ოპე- რაციამდე, უარეს შემთხვევაში კი, შესაძლოა, თითის ამპუტაციამდეც მივიდეს.
რას გვთავაზობს ხალხური მედიცინა ფრჩხილის ჩაბრუნების დროს:
ჩემს ქალიშვილს დიდი ხნის განმავლობაში აწუხებდა ფრჩხილების ჩაბრუნება ორივე ფეხის ცერზე. ექიმთან ვერაფრით მივიყვანე — ძალიან ეშინოდა. ამიტომ იძულებული გავხდი, ხალხური სამკურნალო საშუალებები მეძებნა.
ერთმა ნაცნობმა მასწავლა რეცეპტი:
ერთმანეთში უნდა ავურიოთ თითო სუფრის კოვზი დანაყილი ნიორი, ხახვი, ალოე, დამდნარი კარაქი და თაფლის სანთელი. ეს ყველაფერი წამოვადუღოთ 2 წუთი, თან ხის კოვზით ვურიოთ. შემდეგ შევაგრილოთ, სქლად დავიდოთ ჩაზრდილ ფრჩხილზე და მის ირგვლივ კანზე, შემოვიხვიოთ კომბოსტოს თხელი ფურცელი, რომელიც წინასწარ მსუბუქად უნდა დავჟეჟოთ, შემდეგ ცელოფანით, ბინტით და შალის ქსოვილით შევიხვიოთ. ამგვარად თითი ჩახურდება.
ეს პროცედურა სრულ გამოჯანმრთელებამდე უნდა ჩავიტაროთ. შემდეგ ფრჩხილი ფრთხილად შემოვჭრათ და დავიმუშაოთ წყალბადის ზეჟანგით. ჩემს შვილს ამ წამლით ვუმკურნალე და ფრჩხილები ისე მოვურჩინე, რომ ჩაბრუნების კვალიც აღარ ეტყობა.
ექიმის კომენტარი:
ფრჩხილის ჩაბრუნებისას მკურნალობის ქირურგიულ მე- თოდს იყენებენ. ამ დროს ჩაბრუნებული ფრჩხილი ფრჩხილბუდიდან ამოიკვეთება, თუმცა ეს რადიკალური მეთოდი გარკვეულად მტკივნეულია, ამიტომ პაციენტები ცდილობენ სხვა, უფრო დამზოგველი მეთოდებით იმკურნალონ. ხალხური მეთოდებით მკურნალობის შედეგიც ქირურგიულის ანალოგიურია. მხოლოდ ფრჩხილის მოშორება შედარებით უმტკივნეულოდ, თანდათანობით ხდება.
ზემოთ მოყვანილ რეცეპტში შედის ისეთი კომპონენტები, რომელიც საკმაოდ მრავალფეროვანი ფარმაკოლოგიური მოქმედებით ხასიათდება. ყველაზე მნიშვნელოვნი კი ამ შემთხვევაში მათი ანტიანთებითი, ანტიბაქტერიული და ქსოვილთა აღმდგენი თვისებებია. ასე რომ, ამგვარი კომპრესებით დაზიანებული ფრჩხილის მექანიკურ მოშორებასთან ერთად ფრჩხილბუდის ინფიცირებისაგან დაცვა და ახალი ქსოვილე- ბის ნორმალური რეგენერაციისთვის ხელშეწყობა ხდება.